"პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მიზნად ისახავს გვარამიას განეიტრალებას" - დიმიტრი საძაგლიშვილი პროკურატურის განცხადებაზე
პოლიტიკა - 18:09, 09 Aug, 2019     1454
ნიკა გვარამიას ადვოკატი მთავარ პროკურატურას ტყუილში ადანაშაულებს.
დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, სამაუწყებლო კომპანიიდან პროკურატურას ყველა საჭირო დოკუმენტი აქვს ამოღებული და ფლობს ინფორმაციას, რომ ნიკა გვარამიამ ფული ასესხა „ინტერმედიას“.

„პროკურატურა უბრალოდ ტყუის რიგ შემთხვევებში იმიტომ, რომ მას ამოღებული აქვს ყველა დოკუმენტაცია, მათ შორის, როდესაც საცხოვრებელ ბინებთან დაკავშირებით ამბობს, ის არაფერს არ ამბობს ნიკა გვარამიას მიერ ფულის სესხებასთან დაკავშირებით, რომლის გასტუმრება მოხდა სწორედ ამ ფორმით და ეს ფული საერთოდ არ უკავშირდებოდა ან „რუსთავი 2-ს“ ან „ინტერმედიას“, გარდა ამისა, გამოკითხვაზე ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ეს კითხვები საერთოდ არ დასმულა, ანუ არ იყო დაინტერესებული გამოძიება ამ კუთხით და ვერ წამომიდგენია, რა საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩაეტარებინათ ამ სამ დღეში, რომ ამ მიმართულებით წასულიყვნენ.

ჩვენ პრინციპში, თავიდანვე ვთქვით, რომ ეს არ არის არც სამართლებრივი საქმე და ამ საქმეზე არ იქნება სამართლებრივი გადაწყვეტილება მიღებული, მათ შორის, გადაწყვეტილებას არ იღებს არც ის პროკურორი, რომელიც საქმეზე არის, არამედ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და მიზნად ისახავს, მხოლოდ და მხოლოდ, ნიკა გვარამიას განეიტრალებას.

„იმდენად აბსურდულ რაღაცებზე ამახვილებს ყურადღებას პროკურატურა, არ ვიცი. ერთადერთი ვფიქრობ, რომ შეიძლება ჩემი დაკავშირება უნდოდეთ ამ საქმესთან, რომ მე არ ვიყო ნიკა გვარამიას ადვოკატი და ვერ შევძლო მისი ინტერესების დაცვა, შესაძლებელია, ერთადერთი ეს მიზანი ჰქონდეთ, სხვა არაფერი მიზანი არ შეიძლება არსებობდეს ბუნებაში, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, არანაირი დანაშაულის ნიშანი, არათუ დანაშაულის ნიშანი, არამედ სამოქალაქო წესით, რომ ედავოს ახლა უკვე მოქმედი პარტნიორი, სამოქალაქო წესითაც კი სარჩელს არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია, მითუმეტეს დანაშაულზე საუბარი არის სრულიად გამორიცხული და წარმოუდგენელი რამ,“ - ამბობს საძაგლიშვილი.

დიმიტრი საძაგლიშვილი ხელისუფლების სავარაუდო გეგმაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ახლა, „რუსთავი 2-ის“ ხელში ჩაგდების შემდეგ, მთავრობის მიზანს წარმოადგენს კომპანიის გაკოტრება და ამის გვარამიასთვის დაბრალება. ამას გარდა, საძაგლიშვილის თქმით, ხელისუფლების ინტერესშია, რომ ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიზია ვერ შექმნას.

„ნიკა გვარამიას ედავებიან რეკლამების გაყიდვასთან დაკავშირებით ამ ნაწილში, ალბათ, ყველაზე კარგი კრიტერიუმი მისი საქმიანობის შეფასების არის შედარება კონკურენტ ტელეკომპანია „იმედთან“. მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამია დაინიშნა „რუსთავი 2-ის“ გენერალურ დირექტორად, „რუსთავი 2“ ყოველთვის საკმაოდ მნიშვნელოვნად უსწრებს ტელეკომპანია "იმედს" რეკლამების გაყიდვით და მიღებული შემოსავლით. ეს იმას ნიშნავს, რომ, პირიქით, ნიკა გვარამია იყო წარმატებული დირექტორი, პირიქით, მან შეძლო სარეკლამო ბაზრიდან იმაზე მეტის მიღება, ვიდრე მისი მთავარი კონკურენტები ახერხებდნენ და სწორედ ამ მეთოდებით ის უზრუნველყოფდა „რუსთავი 2-ის“ მიერ თავისუფალ და დამოუკიდებელ მაუწყებლობას. ახლა, ბუნებრივია, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ხელში ჩაგდო „რუსთავი 2“, ახლა მათი მთავარი სამიზნე არის ორი რაღაც - ერთი, რომ ნიკა გვარამიამ ვერ შეძლოს ახალი ტელეკომპანიის შექმნა, მეორე, ასევე, არ გამოვრიცხავ იმას, რომ "რუსთავი 2-ის" ლიკვიდაცია ან გაკოტრება მომავალში, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ სურთ, ეს დაბრალდეს ნიკა გვარამიას“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა "რუსთავი 2"-თან საუბრისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42