"ოქრუაშვილის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ექსპერტიზის ბიურომ რაღაც გააყალბა, აბსურდულია" - პაატა სალია
პოლიტიკა - 16:36, 09 Aug, 2019     497

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია, ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელების მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ისინი ექსპერტიზის დასკვნას უნდობლობას ეცხადებენ ეხმაურება.

სალიას თქმით, ექსპერტიზის ბიუროს ჰქონდა საკმარისი მასალა იმისთვის, რომ დაედგინა იყო თუ არა ირაკლი ოქრუაშვილის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე ხალვაშის ნამდვილი ხელმოწერა.

"ჩვენ წარვადგინეთ დოკუმენტები საბაზო დეკლარაციები, როდესაც ქიბარ ხალვაში შემოდიოდა და ადეკლარირებდა გარკვეულ თანხებს,რომელიც მას შემოჰქონდა, რომელიც განხორციელებულია სხვადასხვა დროს და რომლის გადამოწმება თავისუფლად შესაძლებელია, შესაბამის საგადასახადო ორგანოდან დოკუმენტების ამოღებით. აქ საუბარია, გაყალბებაზე, ანუ ოქრუაშვილის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ექსპერტიზის ბიურომ რაღაც გააყალბა, აბსურდულია ასეთი განმარტება. ექსპერტიზამ დაადგინა შემდეგი რამ, იმ დოკუმენტზე, რომელითაც აპელირებს ირაკლი ოქრუაშვილი და ამბობს, რომ ამით დასტურდება ქიბარ ხალვაშს მისი ვალი ჰქონდა და ასევე დასტურდება მისი უფლებები სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ზე ხელმოწერა შეასრულა ქიბარ ხალვაშმა. წინასწარ, რატომღაც, მან რამდენიმე ექსპერტს დაუკვეთა დასკვნა და შესადარებლად მხოლოდ ერთი დოკუმენტი იქნა გამოყენებული, მაშინ როდესაც სასამართლოში საქმის აღიძვრის შემდეგ ჩვენ მოვითხოვეთ ექსპერტიზის ჩატარება, მეორე მხარე დაგვეთანხმა,რ ომ ეს ყოფილიყო სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ჰქონდა რამდენიმე ათეული ხელმოწერა ქიბარ ხალვაშისა, რომელიც იქ მივიდა და რეალურად განახორციელა ეს ხელმოწერები. შესაბამისად უკვე ჰქონდა უფრო მეტი შესადარებელი მასალა რის საფუძველზეც დაადგინა,რომ იმ დოკუმენტზე, სადაც მითითებულია ქიბარ ხალვაშის დავალიანება და „რუსთავი2“-თან ირაკლი ოქრუაშვილის თითქოს უფლებები, არ არის განხორციელებული ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა" - აღნიშნა სალიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42