"მმართველი ხროვა გადაქცეულია კრიმინალურ დაჯგუფებად" - შალვა ნათელაშვილი
პოლიტიკა - 16:25, 09 Aug, 2019     685
ხელისუფლების ოპონენტები ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ კრიზის სწორედ გაზრდილ ბიუროკრატიულ ხარჯებს უკავშირებენ.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი მმართველი გუნდის წევრებს კრიმინალურ დაჯგუფებად მოიხსენიებს. შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ქვეყანას გარე მტრებზე მეტად, ხელისუფლებად მოვლენილი შიდა მტრები აზიანებენ.

„ საუბედუროდ, ჩვენი სამშობლო ერთადერთი ქვეყანაა დედამიწის ზურგზე, სადაც ჩვილი ბავშვები შიმშილით გვეხოცებიან, სადაც ბავშვები გაეროს სტატისტიკით შიმშილობის კუთხით პირველ ადგილზე არიან და ამ დროს კატასტროფულად იზრდება ჩინოვნიკთა შენახვის ხარჯები. ჩვენ პრაქტიკულად ვართ განსაცდელში მიტოვებულნი, ხოლო მმართველი ხროვა გადაქცეულია კრიმინალურ დაჯგუფებად, რომელიც მზადაა საკუთარი ბედნიერ ცხოვრებისათვის ხალხს სული ამოართვას. ამიტომ, აქ უკვე პოლიტიკური საკითხიც აღარ დგას. ქვეყნის, ხალხის ფიზიკური გადარჩენის პრობლემა გვიდგას არა გარედან შემოსული მტრისგან იმდენად, რამდენადაც შიგნით არსებული ივანიშვილის საოკუპაციო რეჟიმზე,“- განაცხადა ნათელაშვილმა.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, ალექსანდრე ბარამიძე თვლის, რომ ქვეყნის წინსვლაზე ორიენტირებული ხელისუფლება საკუთარი კეთილდღეობის კიდევ უფრო გაუმჯობესების ნაცვლად, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას უნდა ცდილობდეს.

„ ნორმალური საღი აზრის მქონე და ყაირათიანი მთავრობა უნდა ამცირებდეს თავის ბიუროკრატიულ ხარჯებს. ამის ნაცვლად, ვღებულობთ იმას, რომ ეს ბიუროკრატიული ხარჯები იზრდება და ამას უბრალოდ კომენტარი არ სჭირდება. ხალხის გაღატაკების და გაუბედურების ხარჯზე საჯარო მოხელეები და ბიუროკრატები თავიანთ კომფორტს ზრდიან,“- განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

2019 წლის იანვრიდან ივნისამდე თანამდებობის პირების მხოლოდ ხელფასებში, 507 მილიონი ლარი დაიხარჯა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42