"არ მგონია, რომ განსაკუთრებული მსხვერპლი იყოს ნიკა გვარამია რაღაც შეთქმულების"- "ოცნების" წევრები გვარამიასთვის ბრალის წაყენებაში პრობლემას ვერ ხედავენ
პოლიტიკა - 15:40, 09 Aug, 2019     754
ხელისუფლების წარმომადგენლები პროკურატურის მიერ ნიკა გვარამიასთვის ბრალის წაყენებას ეხმაურებიან და ამაში პრობლემას ვერ ხედავენ.

„არ მგონია, რომ განსაკუთრებული მსხვერპლი იყოს ნიკა გვარამია რაღაც შეთქმულების“, - თქვა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა.

„არ მინდა სპეკულაციებში შევიდე და არც ის მგონია, რომ რაღაც განსაკუთრებული ხდება. თუ ადამიანს აქვს დანაშაული, შეიძლება ამაზე პასუხი აგებინოს. პროკურატურა თუ არასწორად იძიებს საქმეს ან არასწორი დასკვნა დადო, ამას სასამართლო დაადგენს. ამიტომ, მე არ მგონია, რომ განსაკუთრებული მსხვერპლი იყოს ნიკა გვარამია რაღაც შეთქმულების. არ მგონია, რომ კონსპირაციასთანგვქონდეს საქმე, მიზანმიმართულ დევნასთან, ეს არის ჩვეულებრივი საგამოძიებო პროცესი. თუ გამოვლინდა დანაშაული, არავინ არ არის დანაშაულის შემთხვევაში დაცული, მათ შორის არც მე“, - ათქვა მან.

„რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორისთვის, ნიკა გვარამიასთვის პროკურატურის მიერ ბრალის წაყენებას ეხმაურება დავით მათიკაშვილიც.

მისი თქმით, გვარამია არ უნდა წარმოადგენდეს გამონაკლისს, ვის მიმართაც საგამოძიებო ორგანომ კითხვები არ უნდა დასვას.

„ჩვენს ქვეყანაში შექმნილია ერთგვარი ტრენდი, რომ აუცილებლად პოლიტიკასთან უნდა დააკავშირონ ცალკეულ მოქალაქეებთან, ყოფილ პოლიტიკოსებთან, მაღალჩინოსნებთან, ტელევიზიის ხელმძღვანელებთან, არ აქვს მნიშვნელობა, ჩვეულებრივად რიგით მოქალაქეებთან არსებული კითხვები, რომელიც გამოძიებას გააჩნია. არავინ ჩვენს ქვეყანაში არ უნდა იყოს ინდულგირებული იმით, რომ თუნდაც ის წარმოადგენდა ტელევიზიის ხელმძღვანელს ცოტა ხნის წინ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ყველამ პასუხი უნდა გასცეს გამოძიების კითხვებს, არ არის ნიკა გვარამია გამონაკლისი. ჩვენი, პარლამენტის ვალი არის გამოძიებაზე დაკვირვება, რომ გამოძიება ჩატარდეს გამჭვირვალედ,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.

ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი დღეს წაუყენა. გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითიდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

სამაუწყებლო კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით დღეს 19:00 საათზე არის პროკურატურაში დაბარებული.

ბრალი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42