"აქ მხოლოდ ერთი შეფასება არის, ქვეყანაში მყარდება დიქტატურა და ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები მოიშოროს და დაიტოვოს თავისუფალი სივრცე რათა 2020 წლის არჩევნებში გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში როგორც აქამდე აკეთებდა, სწორედ ამას ემსახურება ეს ყველაფერი ბრალი აბსურდულია, ორ სუბიექტს შორის დადებული ხელშეკრულების გამო გენერალურ დირექტორს წაუყენო ბრალი ეს არის სრული აბსურდი და სამართლებრივი ნონსესი. მაგრამ ამას ხომ არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია რა უნდა ბიძინა ივანიშვილს,“- აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.
ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი დღეს წაუყენა. გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითიდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ბრალი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






