სახელმწიფო აუდიტის მონაცემებით, 2019 წლის იანვრიდან ივნისამდე თანამდებობის პირების მხოლოდ ხელფასებში, 507 მილიონი ლარი დაიხარჯა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური აცხადებს, რომ ეკონომიკური კრიზისის მთავარი მიზეზი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ამგვარი დამოკიდებულებაა.
„ეს არის არასწორი, რომ ხელფასები იზრდება, სახელფასო ფონდი იზრდება, სწორია, რომ გაიზარდოს იგივე ინფრასტრუქტურული პროექტები და სხვა ტიპის პროექტები, რაც შექმნის დასაქმების ადგილებს. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სამინისტროები გაერთიანდა, მაინც საჯარო მოხელეების რაოდენობა ჩვენ ქვეყანაში არის ძალიან დიდი და ფაქტიურად, იმის გამო რომ ეკონომიკა არ ვითარდება, მთავარი დამსაქმებელი არის სახელმწიფო აპარატი, რაც არის არასწორი და ასეთი ვითარება როდესაც არის და ასეთი დამოკიდებულება, ეს ცხადია, ეკონომიკის განვითარებას და ზოგადად, ქვეყნის წინსვლას არ შეუწყობს ხელს" - აღნიშნა ეკა გიგაურმა.
მასალის გამოყენების პირობები






