სამხარაულის ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილის მიერ წარდსგენილ დოკუმენტზე ხელმოწერა ქიბარ ხალვაშს არ ეკუთვნის. საქმე ეხება დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც ირაკლი ოქრუაშვილის „რუსთავი2“ -ის წილებზე დაობს.
„ხელმოწერა დოკუმენტზე შესრულებულია, არ ქიბარ ხალვაშის, არამედ სხვა პირის მიერ“- აცხადებენ სამხარაულში.
„გამოსაკვლევი ხელმოწერის გამომუშავების ხარისხი საშუალოზე მაღალია. ასოების ზომა დიდი, გაქანება საშუალო და დიდი, უმნიშვნელოდ მარჯვნივ დახრილი, დაწოლის ძალა საშუალო დიფერენცირებული, ხელმოწერის ფუძის ხაზის ფორმა სწორხაზოვანი, მიმართულება აღმავალი.
აღნიშნული ხელმოწერის გამოკვლევითა და შედარებით ქიბარ ხალვაშის ხელმოწერებთან, დადგენილი იქნა განსხვავებები ზომასა და გაქანებაში და შემდეგი ვარიანტის კერძო ნიშნებში:
ასო „შ“ -ს შესრულებისას გამოსაკვლევი ნიმუშებისაგან განსხვავებით გამარტივებულია მესამე ელემენტი.
- მოძრაობის ფორმა ასო „ქ“-ს მეორე ელემენტის საწყისი ნაწილის შესრულებისას გამოსაკვლევში ნიმუშებისაგან განსხვავებით უკუქცევით-სწორხაზოვანი.
- მოძრაობის ფორმა და მიმართულება ასო „ქ“-ს პირველი ელემენტის დამამთავრებელი ნაწილის შესრულებისას გამოსაკვლევში ნიმუშებისაგან განსხვავებით კუთხოვანი მიმართული მარცხნივ,“-ნათქვამია დოკუმენტში.
ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს უკვე უპასუხეს ირაკლი ოქრუასვილის პარტიაში.
„ბოლოს და ბოლოს გახარიას ექპერტიზის ბიურომ დადო დასკვნა, რომ ირაკლი ოქრუაშვილს და ქიბარ ხალვაშს შორის ბერლინში გაფორმებულ ხელშეკრულებაზე თითქოს ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა არ არის. ეს დასკვნა, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ არის ნახევარგვერდიანი, ანუ ძალიან ზედაპირულად ექსპერტი წერს, რომ ასო „ვ“ და ასო „შ“ თურმე თავის დახრილობით და ნიუანსებით არ არის ისეთი, როგორსაც ჩვენ ვაწყდებით ქიბარ ხალვაშის ექსპერიმენტულ ნიმუშებში და ეს იძლევა თურმე კატეგორიული დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ეს ხელმოწერა ხალვაშის მიერ არ არის შესრულებული,“ - ამბობს კოტე კემულარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






