735 მილიონი ლარი საჯარო მოხელეების პრემიებში, ხელფასებსა და დანამატებში - "საჯარო დაწესებულებები გადაქცეულია პარტიული აქტივის დასაქმების ადგილად"
პოლიტიკა - 11:23, 09 Aug, 2019     879
ოპოზიცია გაზრდილ ბიუროკრატიულ ხარჯებზე საუბრობს. როგორც ირკვევა, საქართველოს მთავრობამ საჯარო მოხელეების პრემიებში, ხელფასებსა და დანამატებში 735 მილიონი ლარი დახარჯა.

ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, პრემიებით და დანამატებით მმართველი გუნდი პარტიული აქტივის საარჩევნო წახალისებას ახდენს.

„ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზი არის ბიუჯეტის ხარჯების სტრუქტურის ცვლილება. უზარმაზარი რაოდენობით გაიხარჯა ბიუროკრატიული ხარჯები. ასეთი მზარდი ხარჯები ბიუროკრატიული აპარატისა, არის ერთის მხრივ გაუმართლებელი, რომელიც ლარს აწვება და მეორეს მხრივა არაზნეობრივია, ვინაიდან ამ ადამიანების შენახვა ემსახურება ერთადერთ მიზანს, ნეპოტიზმსა და ამ ხალხის გამოყენებას „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბებში. გაჭირვებული ადამიანების ფულით ინახავენ თავიანთ პარტიულ აქტივს,“-აცხადებს რომან გოცირიძე.

„ევროპულ საქართველოში“ თვლიან, რომ საჯარო დაწესებულებები გადაქცეულია პარტიული აქტივის დასაქმების ადგილად.

„მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ეკონომიკა არ იზრდება და ეკონომიკა არ იზრდება სწორედ იმის გამო, რომ დიდია სამთავრობო ტვირთი. რაც სტაბილურად მიდის წინ, ეს არის ბიუროკრატიის ხარჯები. ეს არის მთავრობის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტების, თვითმმართველობების ხარჯები. ისედაც პარტიული აქტივის დასაქმების ადგილად აქვთ გადაქცეული საჯარო სამსახურები და არც კმაყოფილდებიან იმ ხელფასით, რომელიც აქვთ და კიდევ უფრო მეტ ტვირთად აწვებიან ჩვენს მოქალაქეებს,“- თქვა თემის კომენტირებისას ოთო კახიძემ.

მაღალი თანამდებობის პირებისთვის ანაზღაურების ზრდას უარყოფენ მმართველ გუნდში.

„მოხდა გარკვეული ტიპის ცვლილებები იმასთან დაკავშირებით, რომ თუკი ხელზე ასაღები თანხა შეადგენდა როგორც სახელფასო განაკვეთს, ასევე სარგოს, მთლიანობაში ფორმირდა ეს როგორც სახელფასო განაკვეთი, შესაბამისად არანაირი მომატება არ ყოფილა საჯარო სექტორში,“-ამბობს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42