იმ შემთხვევაში თუ საშემოდგომო სესიის დროს საგამოძიებო კომისია შეიქმნა, ოპოზიცია ამბობს, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს დეპუტატები ამ კომისიაზე აუცილებლად დაიბარებენ.
ოპოზიციური პარტიების ლიდერების განცხადებით, გამოძიება მისით მხოლოდ იმის გამო არ ინტერესდება, რომ ჩუბინიძე ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია.
ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ გავრილოვის სისხლიან ღამეს "ქართული ოცნების" ლიდერს ანგარიშს სწორედ ჩუბინიძე აბარებდა.
„ძალიან მჭიდრო კავშირი აქვს ივანიშვილთან და არის მისი გარემოცვის წევრი. მის მიმართ არ მოხდება არანაირი გამოძიების წარმოება და ის არ დაისჯება სანამ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში და სანამ ყველაფერს აკონტროლებს ბიძინა ივანიშვილი.
მან უნდა დაასახელოს თუ ვინ გასცა ბრძანება, რომ ეს მოქმედებები განეხორციელებინათ. და ეს ცხადია იქნება ან უშუალოდ ივანიშვილი ან გახარია, რომელსაც დაავალა ივანიშვილმა. ადრე თუ გვიან ეს მაინც იქნება გამოძიებული,“-ამბობს ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი მურთაზ ზოდელავა.
მასალის გამოყენების პირობები






