საქართველოში არსებული ვითარება 2008 წლის ომის მე-11 წლისთავზე - გაეროს უშიშროების საბჭომ მხარდამჭერი განცხადება მიიღო
პოლიტიკა - 09:38, 09 Aug, 2019     620

8 აგვიტოს გაეროს უშიშროების საბჭომ დახურულ სხდომაზე, პოლონეთის თავმჯდომარეობით, საქართველოში არსებული ვითარება განიხილა - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

2019 წლის 8 აგვიტოს გაეროს უშიშროების საბჭომ დახურულ სხდომაზე, პოლონეთის თავმჯდომარეობით, საქართველოში არსებული ვითარება განიხილა. სხდომის დასრულების შემდგომ მედიასთან ერთობლივი განცხადებით წარსდგნენ აშშ-ს, ბელგიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, საფრანგეთისა და ესტონეთის (როგორც საბჭოს მომავალი წევრი) წარმომადგენლები.

ერთობლივ განცხადებაში აღინიშნა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და 12 აგვისტოს შეთანხმების ხელმოწერიდან 11 წლის შემდეგ კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით ხელშესახები პროგრესი არ არის. მხარეებმა გამოხატეს საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა. აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ე.წ აღიარება და კავშირები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის და საერთაშორისო წესრიგის უგულველყოფას. მხარეებმა უკიდურესი შეშფოთება გამოხატეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხელოვნური ბარიერების გავლების ინტენსიფიკაციის გამო. აღინიშნა, რომ ეს ქმედებები აჭიანურებს კონფლიქტს და ახდენს რეგიონის დესტაბილიზაციას. განცხადებაში მხარეებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას - სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს და 8 სექტემბრის შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები, უზრუნველყოს შეიარაღებული ძალების გაყვანა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების დაშვება საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში.

განცხადებაში პარტნიორმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების, განსაკუთრებით, მათი საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე ნებაყოფლობითი, უსაფრთხო, ღირსეული და დაუბრკოლებელი დაბრუნების უფლების უპირობო მხარდაჭერა. აღინიშნა, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ერთ-ერთი მთავარი საკითხია და გამოითქვა წუხილი, ამ მიმართულებით პროგრესის არ არსებობის გამო. პარტნიორებმა მოუწოდეს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, რომ შესაბამის ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების ორგანიზაციებს რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა მისცენ. განცხადებაში კიდევ ერთხელ დაადასტურეს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მხარდაჭერა და მხარეებს ჟენევის დისკუსიებში ძალისხმევების გაორმაგებისაკენ მოუწოდეს" - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42