"ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარი განცხადებებით იზიარებენ პუტინის პოზიციებს" - მესამე სექტორი
პოლიტიკა - 18:05, 08 Aug, 2019     1044
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, სამწუხაროა რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები.

მესამე სექტორის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლება იმეორებს პუტინის პოზიციას და ემსახურებიან რუსული დეზინფორმაციის გავრცელებას.

"რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან მეთერთმეტე წლისთავზე რუსეთის ფედერაცია ისევ აგრძლებს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას და უხეშად არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებას. პარალელურად, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ გრძელდება მავთულხლართებისა და საფორტიფიკაციო ნაგებობების აღმართვა, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, მათი მოტაცება, წამება და მკვლელობები.

სამწუხაროა, რომ აღნიშნულის მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ვიწრო პარტიულ ხედვებს სახელმწიფოს ინტერესებზე წინ აყენებენ და აგრძელებენ ისეთი განცხადებების გაკეთებას, რომლითაც ომის დაწყებაში საქართველოს წინა ხელისუფლებას ადანაშაულებენ. ამ გზით ისინი იზიარებენ ოკუპანტი სახელმწიფოს პრეზიდენტის პუტინის პოზიციებს და ემსახურებიან რუსული დეზინფორმაციის გავრცელებას.

გასათვალისწინებელია, რომ ტალიავინის დასკვნის მიხედვით რუსული სამხედრო ოპერაციის ოფიცალურ დაწყებამდე ცხინვალის რეგიონში უკვე შემოსული იყვნენ რუსული არმიის შენაერთები, რომლებიც არ სარგებლობდნენ სამშვიდობო ძალების მანდატით, ხოლო 2008 წლის მაისში რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთში სარკინიგზო ჯარების დანაყოფი შეიყვანა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით საქართველოს წინააღმდეგ ომის გეგმა რუსეთის გენერალურმა შტაბმა 2006 წელს შეიმუშავა.

სამოქალაქო საზოგადოების კოალიცია “ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის” წარმომადგენლები მკაცრად ვგმობთ საქართველო-რუსეთის ომის მეთერთმეტე წლისთავზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს. მოვუწოდებთ მათ თავი შეიკავონ ისეთი პოზიციის დაფიქსირებისგან, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთის ინტერესებს ემსახურება"- ნათქვამია განცხადებაში რომელსაც ხელს აწერენ:

ღია საზოგადოების ფონდი

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

საზოგადოება და ბანკები

ადამიანის უფლებათა ცენტრი

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი ემპათია

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი - GIP

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42