"საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება ომის დაწყებაში უპასუხისმგებლობაა" - უმრავლესობის დეპუტატი "ოცნების" ლიდერებს პასუხობს
პოლიტიკა - 16:41, 08 Aug, 2019     7432
"ქართული ოცნების" დეპუტატი, შოთა შალელაშვილი ემიჯნება თანაგუნდელებს, რომლებიც რუსეთ-საქართველოს ომში პასუხისმგებლობას წინა ხელისუფლებას და პრეზიდენტ სააკაშვბილს აკისრებენ.

დეპუტატი წერს, რომ საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება ომის დაწყებაში უპასუხისმგებლობაა.

"საქართველო - რუსეთის 2008 წლის ომი თავისი უმწვავესი შედეგებით და პოლიტიკური შინაარსით, განურჩევლად ყველას, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელსა და მოქალაქეს გავკისრებს უკიდურესად ზუსტი შეფასების გაკეთების ვალდებულებას. აქ დაუშვებელია გადახვევა და პარტიული ინტერესებიდან ამოსვლა. ომი არ დაუწყია ჩვენს ქვეყანას, სამხედრო ინტერვეციის ავტორი არის მხოლოდ ერთი - ეს მეზობელი სახელმწიფოა. ჩვენ შეგვიძლია ბევრი ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ და გავაანალიზოთ სამხედრო კონფლიქტის დაწყებამდე მიმდინარე პოლიტიკური პროცესი, გამოვავლინოთ ამ პროცესზე პასუხისმგებელი პირები და დასაბუთებულად ვამხილოთ მათი გადაწყვეტილებები, თუმცა საკუთარი სახელმწიფოს დადანაშაულება ომის დაწყებაში ან მის პროვოცირებაში ეს პოლიტიკური უმწიფრობაა და უპასუხისმგებლობა ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.

ამ ომმა ჩვენს ხალხს მოუტანა უმძიმესი სულიერი და ფიზიკური ტკივილი, ჩვენ ამ უთანასწორო საომარ ოპერაციებში ტრაგიკულად დავკარგეთ თანამოქალაქეების სიცოცხლე, ჩვენ ამ ომმა ოკუპაციისა და სისხლის გარდა მოგვიტანა გაზრდილი რიცხვი დევნილი საზოგადოების და მათზე საჭირო პასუხისმგებლობა, რაც გარდამავალი ქვეყნის და ურთულესი გამოწვევების მქონე საქართველოსთვის საკმაოდ მძიმე ტვირთია.

თუმცა ახლა მაინც აღარ გვეპატიება უზუსტობა და ვაგვიანებთ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას დეოკუპაციისთვის და დევნილი ხალხის სახლებში ღირსეული დაბრუნებისთვის.
ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ საქართველომ ღირსეულად იომა ტერიტორიული მთლიანობისთვის და დღეს ქართული მიწის დიდი ნაწილი ოკუპირებულია, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ ოკუპანტის შეძახილებით ჩვენ ვერ მივაღწევთ ეროვნული მნიშვნელობის მქონე სასურველ შედეგებს და თითოეული გასული წელი უფრო და უფრო გვაშორებს ამ უკანასკნელს.

როგორც ოკუპაცია, ისე პოსტოკუპაციის პერიოდში მეზობლისგან შექმნილი გამოწვევები და საფრთხეები რეალობაა, რომელსაც სჭირდება სწორი შეფასება და სტრატეგიის შექმნა. თუ ჩვენ დავრჩებით შეძახილების იმედად და ეფექტურად არ გამოვიყენებთ საერთაშორისო სამართალს, დიპლომატიას და სხვა რესურსებს, წლებთან ერთად უფრო დავშორდებით, როგორც დეოკუპაციის და სახლებში დაბრუნების პერსპექტივას, ისე ქვეყნის განვითარების შანსებს, რომელიც გეორგრაფიული და პოლიტიკური რეალობის თვალსაზრისით პირდაპირპროპორციულად დამოკიდებულია ფართომასშტაბის და მეტი რესურსის მქონე მეზობელი სახელმწიფოს - რუსეთის ინტერესებზე, რომელიც ზეგავლენის მნიშვნელოვან ბერკეტებს არათუ კავკასიაზე, არამედ ევროპის დიდ ნაწილზეც შეუფერხებლად ახერხებს.

რა გითხრათ, რით გაგახაროთ, ფაქტი ჯიუტია, 11 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ დავღვარეთ სისხლი, მაგრამ ეს თარიღიც ემსგავსება აფხაზეთის ოკუპაციის თარიღს და მაშინებს მწარე რეალობა, რომ უფრო და უფრო ვშორდებით ჩვენი ხალხის სანუკვარ ოცნებას.

ქედს ვიხრი ომში დაღუპული გმირებისა და მათი ოჯახების წინაშე, მაგრამ დადგა დრო და ვიმოქმედოთ დიპლომატიური მექანიზმებით"- წერს შალელაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42