„თიბისი ბანკის“ საქმის პროკურორის არჩილ ტყეშელაშვილის თქნით, ვახტანგ წერეთელმა გამოზიების შეკითხვებზე ძირითადად პასუხი გასცა.
პროკურორის თქმით, წერეთელი ამბობდა რომ „არ ახსოვს“ და მისი შემხებლობა ამ კომპანიებთან შემოიფარგლებოდა მხოლოდ იმით, რომ ეს იყო მათი ოჯახის ბიზნესი.
„ვახტან წერეთელი სოციალურ ქსელში ავრცელებდა რიტორიკულ შეკითხვებს - რატომ არ ხდებოდა მისი დაკითხვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს პიროვნება ჩვენ სასამართლოში დავკითხეთ, ძირითადად ჩვენს შეკითხვებზე მან პასუხი გასცა, რომ არ ახსოვს და მისი შემხებლობა ამ კომპანიებთან შემოიფარგლებოდა მხოლოდ იმით, რომ ეს იყო მათი ოჯახის ბიზნესი. ჩვენ ვახტანგ წერეთელთან გვქონდა ლეგიტიმური შეკითხვები, ვინაიდან ის წარმოადგენდა “სამგორი M”-ის და „სამგორი თრეიდის“ წილის მფლობელს. ჩვენ გვქონდა შეკითხვები იმ ტრანზაქციებთან დაკავშირებით, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს“, - განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.
რაც შეეხება ვახტანგ წერეთლის განცხადებას, რომ პროკურატურას სურს მისი მამის, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, პროკურორი განმარტავს, რომ მსგავსი პროგნოზების გაკეთება არასწორია.
„სამართლებრივად ვფიქრობ, არასწორია წინასწარ პროგნოზების გაკეთება, საქმეზე რა მოხდება და როგორ მოხდება. ასეთი პროგნოზების გაკეთება უბრალოდ შეუძლებელია“, - აღნიშნა ტყეშელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






