რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით სამძიმრის განცხადებას ავრცელებს.
„2008 წლის 8 აგვისტოს ტრაგიკულმა მოვლენებმა ქართული პოლიტიკის ნამდვილი სახე, რომელიც მიმართულია მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებისკენ, კიდევ ერთხელ გამოაჩინა.
რუსეთის ფედერაციის მოქმედების შედეგად, რომელიც დაეხმარა სამხრეთ ოსეთის ხალხს, დღეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა და აფხაზეთის რესპუბლიკა ცხოვრობენ უსაფრთხო გარემოში და დინამიურად ავითარებენ საკუთარ სახელმწიფოებს.
აფხაზი ხალხი, რომელმაც თავად გამოსცადა ომის ყველა სიმძიმე, ნათესავებისა და ახლობელბის დაკარგვის ჩათვლით, ღრმა მწუხარებას გამოხატავს სამხრეთ ოსეთის მოძმე ხალხთან ერთად აგრესიის ამ არაადამიანური აქტის მსხვერპლთა გამო. “, - ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სამინისტროს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






