BBC - „გავრილოვის ღამე“ თბილისში და შინაპატიმრობა ნიკა მელიას - საქართველოს „ბალოტნაიას პატიმრები“ ჰყავს
პოლიტიკა - 15:02, 08 Aug, 2019     2315
BBC-ი საქართველოში 20 ივნისის ანტისაოკუპაციო მიტინგის, ე.წ. "გავროლოვის ღამის" მონაწილეების დაპატიმრებას ვრცელი სტატიით ეხმაურება და აღნიშნულ მოვლენებს რუსეთის სკანდალური პოლიტიკური დაპატიმრებების სერიას, ე.წ. "ბალოტნაიას საქმეს"-ს ადარებს.

"20-მდე ადამიანია დაპატიმრებული საქართველოში მასობრივი პროტესტის შემდეგ, რომელიც თბილისში რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტს მოჰყვა. დაპატიმრებულთა უმრავლესობას მასობრივი არეულობების ორგანიზება და მონაწილეობა ედება ბრალად, თუმცა, გამოძიება უფრო მძიმე - კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი დამხობისა და ამბოხის მოწყობის მუხლით მიმდინარეობს" - წერს გამოცემა.

BBC აცხადებს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია ბრიფინგებს სახლიდან ატარებს, რადგან მას ხელზე "სამაჯური" უკეთია და პროკურატურის ნებართვის გარეშე სახლიდან გასვლის უფლება არ აქვს. სტატიაში სრულად არის ასახული ის პროცესები, რაც ნიკა მელიას ირგვლივ განვითარდა "გავრილოვის ღამის" შემდეგ.

"მე, 2 ივლისის შემდეგ სახლში ვზივარ, აკრძალული მაქვს აქციებში მონაწილეობა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიტყვით გამოსვლა, აქ მასმედია არ იგულისხმება. მაგრამ, მაგალითად ქორწილში თამადა ვერ ვიქნები," - ხუმრობს მელია BBC-ს ჟურნალისტთან საუბრისას.

გამოცემა წერს, რომ თავიდან ხელისუფლებამ უკან დაიხია - გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ხელისუფლებამ შეასრულა მომიტინგეთა მოთხოვნა და მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდება.

თუმცა შემდეგ ხელისუფლება შეტევაზე გადმოვიდა და შსს-მ განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება მასობრივი ძალადობისა და არეულობის მუხლით. ამ მუხლით მოგვიანებით 19 ადამიანი დააპატიმრეს. ხოლო ივლისის დასაწყისში უკვე დაიწყო გამოძიება კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი დამხობისა და ამბოხის მოწყობის მუხლით. გამოძიება აცხადებს, რომ გარკვეული პირები 21 ივნისის ღამეს ხელისუფლების დამხობას გეგმავდნენ. თუმცა, ეს ბრალდება ჯერჯერობით არავისთვის წაუყენებიათ.

BBC მიმდინარე მოვლენებს "კუდიანებზე ნადირობას" უწოდებს - ეს შეფასება ოპოზიციამ ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების შემდეგ გააკეთა.

სტატიაში ასევე საუბარია "რუსთავი 2"-ის საქმესა და ბეჟან ლორთქიფანიძის დაპატიმრების შესახებ.

ამასთანავე, BBC აცხადებს, რომ მომიტინგეთა დარბევისას ძალის გადამეტებისთვის საქმე მხოლოდ 2 პოლიციელზეა აღძრული, ხოლო 10-ს უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა. რაც შეეხება მინისტრ გახარია, რომლის გადადგომასაც მომიტინგეები დღემდე ითხოვენ, მას მმართველი პარტია და ბიძინა ივანიშვილი იცავენ.

BBC-ის ამასთანავე მოჰყავს პოლიტოლოგ გია ნოდიას სიტყვები, რომელიუც აცხადებს, რომ ხელისუფლების ქმედებები ე.წ. ძალის დემონსტრაციაა. მას მიაჩნია, რომ დაპატიმრებების რეალური მიზანი საკუთარი გუნდისა და აქტიური მხარდამჭერების დამშვიდებაა, რადგან არ უნდა შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ "ქართული ოცნება" დასუსტდა და ხელისუფლებას თმობს.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 6 მაისს, მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ინაუგურაციის გასაპროტესტებლად მასშტაბური საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა, რომელიც რუსეთის სამართალდამცავებმა სასტიკად დაარბიეს. აქციაზე დაკავებულ იქნა 450-ზე მეტი ადამიანი, 30-ზე მეტი სხვადასხვა მიზეზით გაასამართლეს. "ბალოტნაიას საქმე" მსოფლიოში ხელისუფლების მიერ საპროტესტო აქციის დარბევისა და მონაწილეთა პოლიტიკური გასამართლები სიმბოლოდ იქცა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42