იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გიორგი ტყავაძეს უსმენენ.
ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, გიორგი ტყავაძე უმაღლესი საბჭოს სიაში გიორგი ჩინჩალაძის დამხარებით მოხვდა.
„ეს 10-კაციანი სია, რომელიც საქართველოს პარლამენტს დეკემბერში წარედგინა, არის საეჭვო. საეჭვოა იმ თვალსაზრისით, რომ პროცესი, როგორც აღმოჩნდა, წარიმართა სხვაგან, კულუარებში, თუ ვიღაცის კაბინეტში ჩემთვის უცნობია, თუ საბჭოს დარბაზში, მაგრამ იუსტიციის საბჭოს ყველა წევრი ნამდვილად არ ყოფილა ამ პროცესში ჩართული და არც ისეთი პროცედურები განხორციელდა, რომელიც კანონით იყო გაწერილი. როდესაც მიქაუტაძემ სია გამოგვიცხადა, მაშინ იყო ასევე გიორგი ტყავაძე და ჩემთვის საინტერესოა, ვის განუცხადა თანხმობა, როგორ მოხდა, იმიტომ, რომ დღეს თქვენ პირველად ნახეთ, ის მოვიდა საბჭოს სხდომაზე. დეკემბერში ის აქ არ მოსულა, არც მას შემდეგ რა პროცედურებიც და რა ამბებიც მოყვა მთელ იმ სიას, რომელიც წარედგინა პარლამენტს, შესაბამისად, საინტერესოა, რა იყო მაშინ მისი მოტივაცია, ვინ დაუკავშირდა, ვინ შესთავაზა სიაში ყოფნა, ვისგან წავიდა ეს შეთავაზება იმიტომ, რომ მე ვეჭვობ და ვვარაუდობ, რომ დღესაც იგივე ადამიანისგან არის ეს შეთავაზება გაკეთებული" - აღნიშნა ჯანეზაშვილმა.
გიორგი ტყავაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის უვადოდ დანიშნული მოსამართლე და ასევე იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარეა.
მასალის გამოყენების პირობები






