ეს განცხადება ლევან იზორიამ ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
"თქვენ გაქვთ მცდარი განცდა, თორემ ჩვენ არ ვერიდებით ამის აღიარებას"- მიმართა მინისტრმა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს.
იზორია ომის შესახებ და წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ პასუხისმგებლიან ხელისუფლებას უნდა ჰქონოდა პროვოკაციის თავიდან აცილების მაქსიმალური მცდელობა.
„ეს ბავშვმაც კი იცის, ამ კითხვაზე პასუხი, როდესაც ვსაუბრობთ რუსული პოლიტიკაა ყველაფრის მიზეზი, ბუნებრივია, იგულისხმება ხელმძღვანელი პირები, ეს თქვენ გაქვთ მცდარი განცდა, არავის უჭირს ამის აღიარება, ეს თქვენ გაქვთ მცდარი განცდა და ეს არის ცალსახად არამხოლოდ ჩვენ მიერ საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული.
რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, პასუხისმგებლიან ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს იმის პასუხისმგებლობა, რომ მაქსიმალური გააკეთოს პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად,“ - განაცხადა იზორიამ.
კითხვამ, რომ რუსული ოკუპაცია ყირიმშიც მოხდა, თუმცა, უკრაინის ხელისუფლება არავის დაუდანაშაულებია, ლევან იზორიას გაღიზიანება გამოიწვია.
"თქვენ ძაან პროვოკაციულ კითხვას სვამთ, ძაან პროვოკაციულ კითხვას სვამთ, მე გთხოვთ ჟურნალისტებს, ქალბატონო, თქვენ ამ ქვეყნის შვილი ხართ, ჟურნალისტი ხართ, რომელსაც ვალდებულება გაქვთ, ჩემთან ერთად პასუხისმგებლობა გაიზიაროს და ეს შედარებები, რასაც თქვენ აკეთებთ და ომისკენ ერთგვარ პროპაგანდას ეწევით, არის უპასუხისმგებლო კითხვაც და განცხადებაც," - განაცხადა ოზორიამ.
მასალის გამოყენების პირობები






