ნიუ-იორკში, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
პოლიტიკა - 10:28, 08 Aug, 2019     1330

„დღეს, ნიუ-იორკში, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხიც განიხილება, - ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმა, კახა იმნაძემ განუცხადა.

საბჭოს სხდომა, ტრადიციულად დახურულ კარს მიღმა გაიმართება. სხდომის დასრულების შემდეგ კი მედიასთან კომენტარს სხდომის თავმჯდომარე ქვეყანა - პოლონეთი - გააკეთებს.

7 აგვისტოს კი, ნიუ-იორკში, გაეროს სათავო ოფისში, საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენელი ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს შეხვდა და აგვისტოს ომის შესახებ ისაუბრა. შეხვედრაზე, კახა იმნაძემ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უგულებელყოფას.

„რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ არ აქვს შესრულებული ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივი მოწოდებებისა, კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას. სრულად უგულებელყოფს რა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანის თაობაზე, მოსკოვი კიდევ უფრო აძლიერებს თავის უკანონო სამხედრო ყოფნას ადგილზე და ხელს უშლის უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“, - განაცხადა კახა იმნაძემ.

შეხვედრაზე მყოფმა გაეროს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მთავრობის ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ ამერიკის შეერთებული შტატების, ავსტრალიის, გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირის, ესტონეთის, თურქეთის, ირლანდიის, კანადის, ლიეტვუას, მოლდოვის, პოლონეთის, უკრაინისა და შვედეთის წარმომადგენლები. კახა იმნაძის ინფორმაციით, ისინი გმობენ რუსულ ოკუპაციას და რუსეთის ფედერაციას მოუწოდებენ, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და გაეროს წესდების პრინციპებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42