რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავი - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
„ჩვენ ურყევ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ვიზიარებთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის აუცილებლობას, რომელიც დაფუძნებული იქნება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებზე, ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის“ შესრულებას.
პრაქტიკამ აჩვენა, რომ აგრესორის შეკავების პოლიტიკამ, რუსეთ-საქრთველოს კონფლიქტი გაყინა და ხელები გაუხსნა აგრესორს რაც 2014 წელს უკრაინაში პირდაპირი სამხედრო აგრესიით დასრულდა. ამ დღეებში ჩვენ საქართველოსთან ერთად ვდგავართ, ვგლოვობთ ომის მსხვერპლს, პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, ვიზიარებთ ტკივილს და ამ დანაკარგს" - აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






