"ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი ე.წ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებას რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით აფასებს.
კანდელაკის თქმით, ბიბილოვის დღევანდელი განცხადება "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკის შედეგია,
„ოცნებამ" საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგიდან, უმაღლესი დონიდან, იმ დონიდან ე.ი. სადაც გადაწყვეტილებები მიიღება, ჩვენი საკითხი მოხსნა. საიდან ვიცით ეს?! - ძალიან მარტივად შეგვიძლია გავზომოთ, როცა პრეზიდენტი ტრამპი შეხვდა ბოლო ორჯერ პუტინს, როცა კანცლერი მერკელი შეხვდა პუტინს, სახელმწიფო მდივან პომპეოს შეხვედრაზე, საფრანგეთის პრეზიდენტს მაკრონის შეხვედრაზე ამ დონის შეხვედრებზე საქართველოს საკითხი ბოლო წლების განმავლობაში არ წამოჭრილა არც ერთხელ. აი, ეს არის "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკის შედეგი" - აღნიშნა კანდელაკმა.
მასალის გამოყენების პირობები






