"უტიფარი და უზნეო ტყუილი" - გია ვოლსკის 9 პუნქტიან დასკვნას "ევროპული საქართველო" განცხადებით ეხმაურება
პოლიტიკა - 18:58, 07 Aug, 2019     817
გია ვოლსკის 9 პუნქტიანი დასკვნა და რუსული ნარატივი - "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" ოცნების დეპუტატის დღევანდელ განცხადებას პასუხობს.

"დღეს, როცა ჩვენი ქვეყანა პატივს მიაგებს რუსეთის სამხედრო აგრესიის მსხვერპლთ ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ 2008 წლის ომში საქართველო კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. რასაც მოყვა ქართული ოცნების სხვა ლიდერების მსგავსი განცხადებები. აღნიშნული განცხადებები აღსავსეა უზნეო ტყუილებით და პასუხს არც დაიმსახურებდა რომ არა მათი ავტორის მაღალი ოფიციალური რანგი. ფაქტია, რომ დღევანდელ მსოფლიოში 2008 წელს რუსეთის საქართველოში შემოჭრასთან დაკავშირებით ცივილიზებული სამყაროს მთავარ ლიდერთა შორის არსებობს სრული კონსენსუსი რომლის თანახმადაც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ წინასწარ მომზადებული აგრესია განახორციელა. ომისთვის პასუხისმგებლობას მსხვერპლს - საქართველოს - მხოლოდ რუსეთის და საქართველოსვე ამჟამინდელი მთავრობები აკისრებენ.

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 1991-1993 წლის აგრესიის შედეგად და საქართველოსთვის რუსეთის მიერ მოლაპარაკებათა მისთვის ხელსაყრელი ფორმატის თავს მოხვევის შემდეგ, რუსეთმა, ამ რეგიონებში განალაგა საკუთარი სამშვიდობო ძალები - შეიარაღებული დანაყოფები რომელთაც გააჩნდათ სამშვიდობო სტატუსი მაგრამ სინამდვილეში წარმოადგენდნენ საოკუპაციო ძალას.

ბ-ნი ვოლსკის განცხადების პირველივე პუნქტი, რომელშიც ის საუბრობს სამშვიდობო გეგმის ჩაშლაზე, უტიფარ ტყუილს შეიცავს. მას, როგორც იმდროინდელ კონფლიქტების მოგვარების მინისტრის მოადგილეს და ამ პროცესის მონაწილეს უნდა შევახსენოთ, რომ საქართველოს იმდროინდელი მთავრობის გეგმა ეუთოს ფარგლებში სწორედ რუსეთმა დაბლოკა, მიუხედავად იმისა რომ იგი ეუთოს ყველა წევრმა მოიწონა. 2004-2008 წლებში საქართველოს ხელისუფლება განუხრელად აპროტესტებდა იმას რომ რუსეთს ქონდა შუამავლის როლი მაშინ როცა იქცეოდა როგორც მხარე.

2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრამდე რამდენიმე თვით ადრე აშშ სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ინიციატივით, უნდა შემუშავებულიყო სრულფასოვან მოლაპარაკებათა ახალი ფორმატი და ახალი სამშიდობო გეგმა. ამ ფორმატის შეხვედრა სწორედ რუსულმა მხარემ ჩაშალა 2008 წლის ივლისში ე.წ. აფხაზური მხარის ხელით რომელიც შეხვედრაზე უბრალოდ არ გამოცხადდა.

ომის წინა დღეებშიც, საქართველოს მთავრობამ დიალოგის ინიცირებისთვის არაერთ მცდელობას მიმართა. თუმცა შვიდ აგვისტოს, ქვეყანა დადგა ფაქტის წინაშე, სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთეს რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა და ჯავშანტექნიკამ რომლებიც არ შედიოდნენ ე.წ. სამშვიდობო ძალების კონტინგენტში - ადგილი ქონდა სრულმასშტაბიან სამხედრო შემოჭრას. პარალელურად, იბომბებოდა საქართველოს კონტროლის ქვეშ მყოფი სოფლები, რომელთა მცხოვრებნიც მოექცნენ ფიზიკური განადგურების მყისიერი საფრთხის ქვეშ. დაიღუპნენ ქართველი სამშვიდობოები. მოვლენათა ამგვარი განვითარების შესახებ საქართველოს ყველა პარტნიორი ინფორმირებული იყო დაუყოვნებლივ. აღნიშნულის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მალევე საჯარო განცხადება გაავრცელა.

სრულიად აღმაშფოთებელია, რომ ბ-ნი ვოლსკი რუსული აგრესიის დღეებში რუსთაველის გამზირზე გამართული აქციისთვის ტალახის სროლით ცდილობს ქვეყნისთვის ზიანის მიყენებას. იმ რთულ დღეებში რუსთაველზე მოეწყო ქართული საზოგადოების, მათ შორის ხელისუფლების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა აქცია რუსული აგრესიის წინააღმდეგ. აქციის მთავარი გზავნილი იყო რომ საქართველო არ შეეგუება სუვერენიტეტის და თავისუფლების დაკარგვას რაც იყო კიდეც რუსეთის ამოცანა. აქციის კადრებმა მოიარა მსოფლიოს წამყვანი არხები რითაც საკუთარი წვლილი შეიტანა საინფორმაციო ომში.

რაც შეეხება აგრესიის ზონიდან მშვიდობიანი მოსახლეობის არგამოყვანას, ბ-ნი ვოლსკი აქაც ტყუის: სწორედ ქართული ჯარის მოქმედებებმა მისცა შანსი მშვიდობიან მოსახლეობას ნაკლები მსხვერპლით დაეტოვებინა ტერიტორია რომელიც მტრის სამხედრო ძალის მოწოლის ქვეშ იყო. სწორედ ამ მოქმედებებს იყენებს გარე მტერი და ქართული ოცნება საქართველოსთვის ომის დასაბრალებლად. რომ არა ჩვენი ჯარის მოქმედება, დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან მოსახლეობის გამოსვლა სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირობებში სრულიად შეუძლებელი იქნებოდა.

დანარჩენი აბსურდულ ბრალდებები - რომ რუსეთთან შეთანხმებით ცარიელი ადგილები იბომბებოდა და ან ბრძოლის ველზე მოხდა დაღუპული ჯარისკაცების მიტოვება მბრალმდებლის სრულ უზნეობაზე მეტყველებს. კომუნისტური პარტიის ცეკა-ს ინსტრუქტორისგან, რომელმაც საკუთარიერი კარიერის დიდი ნაწილი საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მუშაობას მოახმარა, მათ შორის, 1989 წლის 9 აპრილის შემდეგაც, ამგვარი რიტორიკა გასაკვირი არაა. ასევე არაა გასაკვირი რომ რუსეთის ხელისუფლება აგრძელებს საქართველოს დადანაშაულების საკუთარ ხაზს. მაგრამ უმძიმესი რეალობაა რომ საქართველოს ყავს ხელისუფლება ხელისუფლება რომელიც ამ ხაზს მხარს უბამს. სწორედ ამიტომ, ეს პრობლემა უნდა მოვაგვაროთ მშვიდობიანი არჩევნებით 2020 წელს და ივანიშვილი და მისი გუნდი ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას" - აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42