ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას 2008 წლის აგვისტოს ომის მეთერთმე წლისთავზე რეგიონის რუსეთში შესვლაზე ისაუბრა.
მისი თქმით, რუსული მხარის დახმარებით მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები და უახლოეს მომავალში, შესაძლოა, სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა გაეროს წევრმა კიდევ რამდენიმე ქვეყანამ აღიაროს.
„საქართველო ამერიკიდან იმართება, ეს ფაქტია. გენოციდის აღიარების გარეშე, ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის გარეშე და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის აღიარების გარეშე - ვერ გვექნება ვერანაირი ურთიერთობა. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეების 95 პროცენტი რუსეთის მოქალაქეა. ოსეთი, როგორც ერთიანი სახელმწიფო რუსეთის იმპერიაში 1974 წელს შევიდა. ისტორიულად სწორი იქნებოდა, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შევიდეს. ხალხი დაყოფილად არ უნდა ცხოვრობდეს, მით უმეტეს, მცირე ნაწილი რესპუბლიკაში და დიდი ნაწილი რუსეთის შემადგენლობაში. ჩვენი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა რუსეთის ნაწილი იყოს და ამის შემდეგ დაიწყოს მუშაობა, რომ ოსეთი იყოს ერთიანი და არ იყოს დაყოფილი ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთად" - აღნიშნა ბიბილოვმა.
მასალის გამოყენების პირობები






