"გმირების ხარჯზე არა საქართველომ ამოისუნთქა, არამედ ამოისუნთქა სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა" - დავით მათიკაშვილი
პოლიტიკა - 14:32, 07 Aug, 2019     772
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი დავით მათიკაშვილი აგვისტოს ომის 11 წლისთავს ეხმაურება. დეპუტატი მისი კოლეგების მსგავსად, წინა ხელისუფლებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მაშინდელმა "ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რომ დამარცხება მოენათლა გამარჯვებად".

"11 წლის წინ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საერთაშორისო სამართლის აბსოლუტურად ყველა ნორმა, შემოიჭრა საქართველოში, მოახდინა სამხედრო ინტერვენცია, რასაც შედეგად მოჰყვა ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაცია და რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარება ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. საქართველო და ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება ოკუპაციას, სანამ იარსებებს საქართველო ამ ქვეყანაზე ჩვენი ვალი და ამოცანა იქნება ქვეყნის გამთლიანება მშვიდობიანი და საერთაშორისო სამართლით აღიარებული წესითა და მეთოდით. ამავდროულად, დღევანდელი დღე არის დასტური, როგორ შეიძლება, უპასუხისმგებლო და შეიძლება ითქვას, შედეგობრივად მოღალატეობრივი პოლიტიკითაც, შექმნა ნოყიერი ნიადაგი, რომ ხელისუფლების ყველა ფასად შენარჩუნების მიზნით, არ მოახდინო საკუთარი სახელმწიფოს ინტერესების პრევენცია უშიშროებისა და უსაფრთხოების კუთხით და მისცე ყველა საშუალება, რომ რუსეთს განეხორციელებინა საუკუნოვანი ოცნება და შედეგად დამდგარიყო ის, რაც მოხდა 11 წლის წინ. ამას არათუ მცდარი, არამედ შედეგობრივად მოღალატეობრივი პოლიტიკაც შეგვიძლია დავარქვათ, რომელმაც 135 ქართული სოფლის მიტაცება და დამატებით ოკუპაცია გამოიწვია. იგივე ხელისუფლებამ სულ რამდენიმე დღეში, მხარი დაუჭირა ევროსაბჭოს ისეთ რეზოლუციას, სადაც არ იყო დადებითად წარმოდგენილი ქართული მხარე და ამ ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რომ დამარცხება მოენათლა გამარჯვებად.

ჩვენთვის, ქართველი ხალხისთვის არის უმთავრესი, გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ქვეყანამ დაიბრუნოს ტერიტორიული მთლიანობა და აქ ცალსახაა რუსეთის ფედერაციის მტრული დამოკიდებულება, მეორე - პატივი მივაგოთ გმირებს, ვინც თავი შესწირა საკუთარ სამშობლოს, ოღონდ ამ გმირების ხარჯზე არა საქართველომ ამოისუნთქა, როგორ ამას წარმოდგენას და ჩვენებას ცდილობს ჩვენი ოპონენტი ძალა, ამ გმირების სიცოცხლის ხარჯზე ამოისუნთქა სააკაშვილმა და სააკაშვილის რეჟიმმა.

ღრმად ვარ დარწმუნებული, ისინი ყველაფერს გადააყოლებდნენ, რომ საკუთარი ხელისუფლება და ძალაუფლება შეენარჩუნებინათ. ეს ყველაფერი 11 წლის წინანდელმა მოვლენებმა დაადასტურა“, - აცხადებს მათიკაშვილი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42