"ვოლსკი არის რუსეთი кгв-ს აგენტი, ის და მისნაირი ადამიანები ანწუხელიძის სამშობლოში ხმას როგორ უნდა იღებდნენ"- მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა - 14:27, 07 Aug, 2019     1225
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნების" ლიდერის გია ვოლსკის სკანდალურ განცხადებას სპეციალურუი ვიდეო მიმართვით ეხმაურება.
სააკაშვილის განცხადებით, "ვოლსკი და მისნაირი ადამიანები ანწუხელიძის სამშობლოში ხმას როგორ უნდა იღებდნენ?!"


საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება პირდაპირ ახმოვანებენ კრემლისა და პუტინის გზავნილებს.

"ვოლსკი არის ძალიან დიდი ხნის აგენტი რუსეთი кгв-ს. ეს ჩვენთვის კარგად იყო ცნობილი,ის არის პირდაპირი აგენტი რუსული სპეცსამსახურების, მაგრამ ვოლსკი მარტო ვოლსკი ხომ არ არის, მისი პირით ლაპარაკობს ივანიშვილი და რუსეთი.

მე, მიხელ სააკაშვილმა, არამხოლოდ არ მივატოვე საქართველო, როდესაც პირადად მე დამემუქრა პუტინი და მე ვარ ერთადერთი ადამიანი, ვინც ცოცხალი დადის მას შემდეგ, რაც პუტინიო საჯაროდ დაემუქრა ჩამოკიდებით, მოკვლით და ასე შემდეგ. დაე, ჩამოვიდნენ, დაე, დამიჭიროს, დაე ჩამომკიდოს, დაე მომკლას, არასოდეს მე ჩემს ქვეყანას არ ვუღალატებ, არასოდეს მოვაწერ ხელს მის დაშლას და ჩვენ მივაღწიე ისეთ ხელშეკრულებას,რომლითაც დაცული იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.

ეს ვოლსკი მაშინ იყო ხვრელში ეს ვირთხა და არარაობა და სხვა არარაობები, რომლებიც იქ იყვნენ, როცა ჩვენ ყველანი ყოველ წამს ვრისკავდით ჩვენს სიცოცხლეს და როდესაც მას შემდეგ რუსეთი არ ჩერდება დაგანაგრძობს ქართველ გმირებზე შურისძიებას. უკრაინაში მოკლეს ის ინჟინერი,რომელიც ეხმარებოდა ჩვენს სამხედროებს.

ჩვენს სამხედროებს დასდევენ და აგრძელებენ დევნას მთელ მსოფლიოში. ეს არის სირცხვილი, რომ ასეთ ადამიანებს ვაბლატავებთ. ანწუხელიძის სამშობლოში ვოლსკი როგორ უნდა იღებდეს ხმას, ყველაფერს ხომ აქ საზღვარი,სადამდე უნდა ვითმინოთ ეს წარმოუდგენელი ღალატის ქრონიკა. საქართველოს სამწუხაროდ მოღალატეები ყოველთვის ჰყავდა, მაგრამ საბედნიეროდ, ყოველთვის ჰყავდა ანწუხელიძეები და შინდისი გმირები.

ჩემი ყველაზე მთავარი იმედი არიან ქართველი ახალგაზრდები, შეუპოვარი,დაუდგრომელი, ზუსტად ეს არის ის თაობა, რომელიც ვერ გატეხა რუსეთმა 2008 წელს, რომელიც ამ ყველაფრის შედეგად ბევრად უფრო პატრიოტად გაიზარდა და ბევრად უყვარს სამშობლო. ვოლსკი მსგავსი ადამიანების სამშობლო არის კრემლი მოსკოვში. ქართველი ახალგაზრდების სამშობლო არის საქართველო, მათ შორის აფხაზეთი და შიდა ქართლი,"-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42