"ის რაც რუსეთმა ვერ გააკეთა 2008-ში, გააკეთა 2012-ში იმითი, რომ მოიყვანეს ხელისუფლებაში ივანიშვილი"- სააკაშვილი
პოლიტიკა - 14:09, 07 Aug, 2019     874
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 11 წლისთავს ეხმაურება.
მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, რომ შეიარაღებული თავდასხმების, კიბერშეტევების და ეკონომიკური ემბარგოების მიუხედავად, პუტინმა ვერ შეძლო საქართველოს ევროპული კურსის შეცვლა, სწორედ ამიტომ ის საომარი მოქმედებებით დაესხა თავს მეზობელ ქვეყანას.
"2008 წლის 8 აგვისტოს და რუსეთის თავდასხმას საქართველოზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იხსენებს. სააკაშვილი ამბობს, რომ რუსეთი საქართველოს თავს დაესხა ერთი და მთავარი მიზეზის გამო"- ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

„რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი შემოჭრა თავის შეიარაღებული ძალებით, მას შემდეგ რაც სცადა ყველაფერი. შეიარაღებული პროვოკაცია კიბერშეტევები, ეკონომიკური ემბარგო, მთელი საერთაშორისო პროპაგანდა გააჩაღა ჩვენს წინააღმდეგ. და მთავარი რის გამოც რუსეთი დაესხა საქართველოს არის ის, რომ საქართველომ შექმნა პირველად კავკასიაში და მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეზე პრეცედენტი, ნამდვილი ევროპული სახელმწიფოს შექმნის. ეს ვერ გვაპატია ჩვენ რუსეთმა, რომ ჩვენ ვიყავით სწრაფად განვითარებადი, წარმატებული სახელმწიფო. მსოფლიოს პირველი რეფორმატორი, რომელსაც შენატროდა მთელი რეგიონი და თვითონ რუსეთშიც მოსახლეობა სვამდა კითხვებს, თუ საქართველო არის წარმატებული, რუსეთი რატომ არ არის წარმატებული.

აი ამის გამო დაგვესხა რუსეთი თავს და მეტი არაფრის გამო. რუსეთმა მაშინ ვერ შეძლო ვერც ერთი სტრატეგიული ამოცანის გადაწყვეტა. რუსეთმა ვერ შეაჩერა საქართველოს ევროპოლიტკური კურსი, ვერ გატეხა წელში ქართული სახელმწიფოებრიობა, ვერ დაამხო საქართველოს მთავრობა,"-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მისივე თქმით, ომი რუსეთს დღემდე არ დაუმთავრებია და ის რაც ვერ შეძლო 2008 წელს ჯარითა და საომარი მოქმედებებით, შეძლო 2012 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა ბიძინა ივანიშვილი.

სამწუხაროდ, ის რაც 2008-ში ვერ გააკეთა რუსეთმა, 2012-ში მათ გააკეთეს იმითი, რომ მოიყვანეს ხელისუფლებაში ივანიშვილი და მისი დამქაშები. ამიტომ ივანიშვილი რასაც ამბობს, ივანიშვილის ხალხი რასაც ამბობს, ეს არის გაგრძელება პუტინის ომის ქართველი ხალხის წინააღმდეგ. მათ პირდაპირ დანერგეს რუსული პროპაგანდის კლიშეები. ყველაფერი პირიქით წარმოადგინეს,“- აცხადებს სააკაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42