"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ამღნიშნავს, რომ გია ვოლსკი თავის განცხადებაში პუტინის გზავნილებს იმეორებს.
"რაც ვერ მოახერხა რუსეთმა და პუტინმა 2008 წელს ომით, ის შეძლო 2012 წელს, როცა ქვეყნის მართვის სადავეები ჩაიბარა "ქართულმა ოცნებამ" - თქვა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.
„2008 წლის სამხედრო ინტერვენციის მთავარი ამოცანა იყო ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ხელის შეშლა. პროდასავლური და დემოკრატიული მთავრობის ჩამოშლა. სამწუხაროდ ის, რაც 2008 წელს ომით ვერ მოახერხა რუსეთმა წარმატებით განახორციელა 2012 წელს, როცა ქვეყნის მართვის სადავეები ჩაიბარა იმ ძალამ რომელსაც წარმოადგენს ვოლსკი. ამიტომ არაფერს მოველით მისგან ან "ქართული ოცნების" რომელიმე სხვა წარმომადგენლისა, გარდა იმისა, რომ გაიმეორებენ სიტყვა-სიტყვით იმ გზავნილებს, რა გზავნილებითაც საუბრობს რუსეთი, კრემლი და პუტინი 2008 წლის ომის თაობაზე, ეს არის პირდაპირ კრემლის გზავნილები და ლოგიკურია, რომ ბატონი ვოლსკი იმეორებს ამ გზავნილებს,“-აცხადებს სალომე სამადაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






