გიორგი ბუდაღაშვილის დედა, მაგული გოგიბეჯიშვილ ირწმუნება, რომ მას შემდეგ რაც მისმა შვილმა ძმის დაკავება პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეაფასა, მას პოლიცია მუდმივად უთვალთვალებდა. მოგვიანებით კი ნარკოტიკების ჩადება და ახალგაზრდა ბიჭის დაკავება სცადეს.
ბუდაღაშვილების დედა ამტკიცებს, რომ ეს ფაქტი ვიდეო კამერამაც დააფიქსირა, თუმცა პოლიციამ მტკიცებულება გაანადგურა.
„გაჩერებული ვიყავი მანქანით და ჩამიხტნენ მანქანაშიო. ერთ-ერთს ხელი ვტაცე ხელზეო და იქ ჩანს ვიდეოში, რომ ვარდება ეს ნარკოტიკი პოლიციელის ხელიდან მანქანაში. გიორგისთვის რომ უჩვენებიათ ჩვენ ვიდეო მტკიცებულება გვაქვსო, გიორგიმ თქვა, გავიცინე და ვუთხარი, რომ ეს ვიდეო მტკიცებულება აჩვენებს იმას, რომ თქვენ მიგდებთ ნარკოტიკსო და ბატონმა ვახტანგმა რომ მოსთხოვა ნარკოტიკი მანახეთ, რა მტკიცებულება გაქვთო, არ გვაქვსო უთხრეს.
ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნამდვილად, მე ვიცი. იმიტომ, რომ თვალი ჰქონდა გაკაწრული და დალურჯებული,“-განაცხადა ზურაბ ბუდაღაშვილის დედამ, მაგული გოგიბეჯიშვილმა.
განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს სამართალდამცავი სტრუქტურა. მათი ინფორმაციით, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილის ძმა 2 აგვისტოს შს სამინისტრომ ნარკოდანაშაულის გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების განადგურების ბრალდებით დააკავა.
მასალის გამოყენების პირობები






