200%-ით გაზრდილი სამივლინებო ხარჯები - "ოცნების" მთავრობის ადმინისტრაციამ ყველანაირი რეკორდი მოხსნა
პოლიტიკა - 10:05, 07 Aug, 2019     1052

"ქართული ოცნების" მთავრობის ადმინისტრაციამ მიმდინარე წლის მხოლოდ 6 თვეში თითქმის 2 მილიონ 320 ათასი ლარის ათვისება მოახერხა. მაშინ, როცა შარშან მთელი წლის მაჩვენებელი 858 ათას არ გასცდენია.

2018 წელთან შედარებით თითქმის ორმაგი იყო ხარჯები 2017 წელს, თუმცა წლევანდელი მაჩვენებელი მას მაინც მნიშვნელოვნად აჭარბებს.

ოპოზიცია კორუფციაზე ამახვილებს ყურადღებას.

„არახალია, რომ წლიდან წლამდე მთავრობის ფუფუნებაზე პირად კომფორტზე დახარჯული თანხები იზრდება. ეს ახალი სტატისტიკაც ამის დამადასტურებელია, რაც ბუნებრივია შემდგომ აისახება ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობაზე, ლარის კურსზე, დასაქმებაზე და ა.შ.“- განაცხადა ”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.

„ევროპული საქართველო"-ს ერთ-ერთი ლიდერი ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს.

„ეს არის მთელი ბუკეტი "ქართული ოცნების" მმართველობის, ეს არის კორუმპირებული მმართველობა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის უკუსვლას,“-ამბობს კახიძე.

ეკა ბესელიას განცხადებით კი, გაზრდილი სამივლინებო ხარჯები ხშირ შემთხვევაში დაუსაბუთებელია.

„ციფრები აჩვენებს რომ არის ხშირ შემთხვევაში დაუსაბუთებლად ხარჯები მიმართული და ამ დროს სოციალური პრობლემები არის ასეთი მაღალი,“-ამბობს ბესელია.

რატომ გაიზარდა სამივლინებო ხარჯები ასე მკვეთრად - ამ კითხვაზე უმრავლესობას პასუხი არ აქვს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არ იცის მართლაც გაზრდილია თუ არა ხარჯები.

„არ ვიცი გაზრდილია თუ არა, გავარკვევ რა ხარჯებზე საუბრობთ,“- თქვა კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42