ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი ნატა ძველიშვილი "ტვ პირველის" დირექტორის ვატო წერეთლის გამოკითხვაზე დაბარებას ეხმაურება.
“ვიმედოვნებ, რუსთავი 2-ის შემდეგ არ იქნება ტვ პირველის ჯერი”,- თქვა მან.
ძველიაშვილმა იმედი მგამოთქვა, რომ წერეთლის გამოკითხვა არ უკავშირდება რაიმე თვალსაზრისით მაინც “ტვ პირველს” და გავლენას არ იქონიებს ტელევიზიის მუშაობაზე ნებისმიერი ფორმით.
"დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ “რუსთავი 2”-ის შემდეგ არ იქნება “ტვ პირველის” ჯერი და ეს მაუწყებელი მაინც გააგრძელებს დამოუკიდებლად მუშაობას და არ შეექმნება საფრთხე. “რუსთავი 2”-ის საქმემ აჩვენა, რომ როდესაც არსებობს პოლიტიკური ინტერესი, ყველანაირი ხერხი შეიძლება იყოს გამოყენებული ამ ინტერესის დასაკმაყოფილებლად.
ამიტომაც “ტვ პირველის” შემთხვევაში ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რა გათვლა და მიზანი აქვს ხელისუფლებას”, - აცხადებს ძველიაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






