„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა "ტვ პირველის" დამფუძნებლის ვატო წერეთელის გამოკითხვაზე დაბარების ფაქტს ეხმაურება.
მისი თქმით, ივანიშვილმა „რუსთავი 2“-ის გარდა, სხვა კრიტიკული მედიისთვის, „ტვ პირველისთვის“ მოიცალა.
„ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ქიბარ ხალვაშის ხელით ის შეცვლის ეტაპობრივად „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკას. მან მოიცალა სხვა კრიტიკული მედიისთვის და კონკრეტულად, „ტვ პირველისთვის“. ამ ეტაპზე, ბუნებრივია, ეს იქნება მისი მცდელობა, რომ გააკონტროლოს კიდევ ერთი კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალება, რადგან მისთვის ფუნდამენტურად მიუღებელია კრიტიკული აზრისა და თავისუფალი სიტყვის არსებობა ქვეყანაში. ხვდება, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მისი პოლიტიკური დღეები დათვლილია და მისი პოლიტიკური პროექტის კრახი არის გარდაუვალი მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე" - აღნიშნა ბოკუჩავამ.
მასალის გამოყენების პირობები






