ივანიშვილის გადაწყვეტილებით, გურიის ზღვისპირა კურორტები სანაპირო ზოლით ერთმანეთს ვეღარ დაუკავშირდება
პოლიტიკა - 18:04, 06 Aug, 2019     3203
ოპოზიციის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, გურიის შავი ზღვისპირა კურორტები სანაპირო ზოლით ერთმანეთს ვეღარ დაუკავშირდება.
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ყოფილმა პრემიერმა თავის საცხოვრებელთან, დაახლოებით, ნახევარკილომეტრიანი სანაპირო ზოლის აღება და სახლთან ზღვის გადატანა გადაწყვიტა.

„მას შემდეგ, რაც ჩვენ გავრილოვის ღამის გამო, ყოველ ღამით დავიწყეთ პერმანენტული აქციების მოწყობა ბიძინა ივანიშვილის სახლთან სახელწოდებით - "გააღვიძე ოლიგარქი", ის ოლიგარქი ცდილობს, ყველანაირად შეგვიშალოს ხელი, ჯერ გადათხარა, ხელოვნური ბარიერები მოაწყო. მაგრამ, მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ ჩვენ არ გავჩერდებით და ვაპირებთ პროტესტის გაგრძელებას, როგორც ჩანს, მის ფანტაზიას საზღვრები არ აქვს და დაიწყო ზღვის საცხოვრებელ სახლთან მიყვანა იმისთვის, რომ ჩვენ არ მოგვეცეს საშუალება, დავდგეთ და გავაპროტესტოთ. ბუნებრივია, ზღვაში ვერ დავდგებით და ვერ გავაპროტესტებთ,“ - განაცხადა ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, დავით მჟავანაძემ.

ამასთან, აქციის მონაწილეები დღეიდან ოლიგარქის სახლთან მიახლოებას ვეღარ შეძლებენ, რადგან იმ მიწაზე, სადაც აქციები ტარდებოდა, უკვე ზღვაა მიყვანილი.

„ეს არის წარმოუდგენელი მარაზმია. რისთვის? იმისთვის, რომ ადამიანები გამოხატავენ სამართლიან პროტესტს, რომ გაუშვას გახარია. ამისთვის, ზღვა უნდა მოიყვანოს სახლამდე, ამისთვის უნდა გადააადგილო ყველაფერი, რაც შენ გინდა, იმისთვის რომ მომიტინგეებს ხელი შეუშალო. სირცხვილია უბრალოდ, მეტი არაფერი. გახარია უნდა წავიდეს, ზღვა, წყალი, ხმელეთი ეკუთვნის ხალხს,“ - აცხადებს ბონდო თედორაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42