პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ
ანაკლის პროექტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
თალაკვაძის თქმით, თითქოს ხელისუფლება აღნიშნულ პროექტს მხარს არ უჭერს დეზინფორმაციაა.
„ადამიანები, რომლებიც ანაკლიის პორტზე სვამენ კითხვებს ან ხელს უწყობენ ამ კითხვების გამრავლებას, ან ხელისუფლებას აბრალებენ რომ ჩვენ შესაძლოა, მხარს არ აღარ ვუჭერთ ამ პროექტს, ეს ყველაფერი არის დეზინფორმაცია. შესაძლოა, ზოგიერთ შემთხვევაში ეს არის ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდის, რბილი ძალის და იმ დეზინფორმაციის ნაწილი, რომელიც საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, ვთხოვ ყველა მხარეს, ვინც იმეორებს ამ მესიჯებს, ვინც ხელისუფლებას აბრალებს იმას, რაც არ არის სინამდვილეში, კარგად დაფიქრდნენ, ამით ხელს უწყობენ თუ სინამდვილეში ხელს უშლიან ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების განხორციელებას" - აღნიშნა პარლამენტის თავმჯომარემ.
მასალის გამოყენების პირობები






