"შეკითხვა მათ, ვინც თავს ექსპერტებად მოიხსენიებენ - იმის მერე, რა ნაბიჯებიც გადავდგით, ნუთუ შეიძლება ვინმეს ჰქონდეს კითხვა, სახელმწიფომ გააკეთა თუ არა ყველაფერი ანაკლიის პორტისთვის?" - პრემიერი
პოლიტიკა - 15:50, 06 Aug, 2019     932

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირწმუნება, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდესღრმაწყლოვანი პორტი.

როგორც ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მზად არიან ანაკლიის პროექტის რეალიზაცია წარმატებით მოხდეს.

„ანაკლიის პროექტს ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ამის შესახებ არაერთხელ განგვიცხადებია და ჩვენ გადავდგით ყველა ნაბიჯი იმისთვის, რომ აღნიშნული პროექტის რეალიზაცია მოხდეს წარმატებულად. მივესალმებით ნებისმიერ აქტივობას კონსორციუმის მხრიდან, რომელიც გამოიწვევს აღნიშნული პროექტის წარმატებით დასრულებას,“ - თქვა მთავრობის მეთაურმა.

ბახტაძემ ექსპერტებსაც უპასუხა და მათ შეკითხვით მიმართა:

„ვინც თავისთავს ფინანსისტს უწოდებს და მითუმეტეს ექსპერტს, მარტივი შეკითხვა მაქვს ამ ადამიანებთან: სახელმწიფომ გამოისყიდა და ამაში იქნა გადახდილი რამდენიმე ათეული მილიონი ლარი, გამოისყიდა მიწები, რომ კონსორციუმს გადასცემოდა, აიღო მთავრობამ ვალდებულება და ამას სჭირდება რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია, რომ დამატებითი ინფრასტრუქტურა შექმნას, იქნება ეს რკინიგზა, საავტომობილო გზა თუ ნებისმიერი სხვა საკითხი. ჩვენ შევძელით, რომ ანაკლიის პროექტი დაფიქსირებულია პრიორიტეტულ სიაში ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის. ფინანსისტებთან მაქვს მე შეკითხვა, რომლებიც თავის თავს ექსპერტებად მოიხსენიებენ, როგორც მითხარით. ამის შემდეგ ნუთუ შეიძლება ვინმეს ჰქონდეს კითხვის ნიშანი იმაზე, რომ სახელმწიფომ გააკეთა თუ არა ყველაფერი იმისთვის, რომ ანაკლიის პორტი აშენებულიყო. დიახ, ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი და უფრო მეტიც, ჩვენ გადავდგამთ ყველა ნაბიჯს, რომელიც იქნება აუცილებელი იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს ღრმაწყლოვანი პორტი და საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი,“ - განაცხადა ბახტაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42