"გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, მართვის მოწმობის გამოცდაზე ადგილები სწრაფად იჯავშნება" - შსს
პოლიტიკა - 15:43, 06 Aug, 2019     739

შინაგან საქმეთა სამინისტრო მართვის მოწმობების აღების მსურველების გაზრდასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ამაღლების მიზნით, ევროდირექტივის შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ შეიმუშავა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ფარგლებშიც იცვლება მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკულ გამოცდის წესი და საგამოცდო პროცესს ემატება ახალი ეტაპი, რომელიც რეალურ საგზაო პირობებში გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს.

ცვლილებების დაანონსებისთანავე მნიშვნელოვნად მოიმატა მომსახურების სააგენტოში მართვის მოწმობის აღების მსურველთა რაოდენობამ. ელექტრონული ჯავშნის სისტემის ამოქმედების შემდეგ, მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდის რაოდენობა გაზრდილია 19%-ით, ხოლო პრაქტიკული გამოცდის რაოდენობა - 20%-ით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო დღის განმავლობაში, ყველა სტრუქტურულ ერთეულში, მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე იღებს იმდენ მოქალაქეს, რამდენისთვისაც შესაძლებელია სერვისის შეუფერხებლად მიწოდება.

თეორიულ გამოცდაზე ვიზიტის დაჯავშნა მოქალაქეებს სახლიდან გაუსვლელად, მათთვის სასურველ დროს შეუძლიათ, თუმცა, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, ადგილები ამ ეტაპზე სწრაფად იჯავშნება. თეორიული გამოცდის რიგის ელექტრონულ სისტემას ახალი, თავისუფალი ადგილები ავტომატურად, ყოველ კვირა დღეს ემატება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდის რიგის ელექტრონული სისტემა მიმდინარე წლის 20 მაისიდან დანერგა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მათთვის სასურველ სერვისცენტრში, სასურველ დროს დაჯავშნონ ვიზიტი სააგენტოში" - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42