„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის ირაკლი კობახიძის თქმით, საარჩევნო ბლოკების აკრძალვით ოპოზიციაში სრულ კონსოლიდაციას წაახალისეს.
კობახიძის თქმით, საარჩევნო ცვლილებები ეს კონსოლიდაციისკენ უბიძგებს სუბიექტებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ არჩევნებში 0,67 პროცენტის აღების შესაძლებლობა არ აქვთ.
„თუ კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტი მიიჩნევს, რომ მას არ აქვს 0,67 პროცენტის აღების შანსი, ანუ დაახლოებით 12 ათასი ხმის აღების შესაძლებლობა, პირიქით, მათ ვუბიძგებთ კონსოლიდაციისკენ. მაგალითად, დღეს რომ არის კვალიფიციური პარტია, პირობითად, ბაჩუკი ქარდავა ან შოთა მალაშხია და ა.შ, თუ არ აქვთ 0.67 პროცენტის აღების შანსი, ვიცით რომ არ აქვთ, მათ ვუბიძგებთ შევიდნენ შესაბამის პარტიაში, „ნაციონალურ მოძრაობაში“, ვისთანაც არიან აფირილებულნი, სრული კონსოლიდაცია იქნება. პირიქით, ჩვენ ბლოკების აკრძალვით წავახალისებთ სრულ კონსოლიდაციას ოპოზიციაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






