"მედიას დღესაც ევალება გადაამოწმოს კლიპი თავსებადია თუ არა კანონთან, იქნებ პარტიას პორნოგრაფიის გაშვება უნდა?"- კობახიძე
პოლიტიკა - 13:58, 06 Aug, 2019     854

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრობს.

პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს კითხვა მედიის შესღუდვასთან დაკავშირებით დაუსვეს.

ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ახალი ცვლილებებით გამოხატვის თავისულებას არც მედიის და არც პოლიტიკური პარტიების ნაწილში საფრთხე არ ემუქრება.

„ვერ შევზღუდავთ საარჩევნო პროცესებში თუნდაც ხისტ გამონათქვამებს, თუნდაც, შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს. წარმოუდგენელია, ამის შეზღუდვა. ერთადერთი რაც შეიძლება შეიზღუდოს, სიძულვილის ენა და ქსენოფობიაა, ადამიანის კრიტიკა მისი ეთნიკური წარმომავლობით. საუბარია მხოლოდ სააგიტაციო მასალის გაშვებაზე, საარჩევნო რგოლებზე. შემთხვევა იყო, როცა ეთერში პოლიტიკური კლიპი დატრიალდა, რომელიც პრორუსული განცხადებების შემცველი იყო და სერიოზული აჟიოტაჟი მოჰყვა. მედიას ვალდებულება უნდა ჰქონდეს, კლიპის შინაარსი გადაამოწმოს. იცით „ოდირი“ რას გვეუბნება? ისეთი შინაარსი არ უნდა იყო კლიპში, რომელიც არის სიძულვილის ენის ან ქსენოფობიის შემცველი...

კრიტიკას ვერავის ავუკრძალავთ. გუშინ ვთქვი, რომ კონკრეტულ პარტიას კრიმინალური წარსული აქვს, ეს არის თავსებადი გამოხატვის თავისუფლებასთან. ამ ეტაპზე, მოვერიდეთ სანქციის დაწესებას, თუ კლიპი განთავსდება და კანონის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. სანქციის გაწერას ჯერ მოვერიდეთ, მაგრამ მოსაზრება თუ იქნება, რომ რეაგირების მექანიზმი უნდა იყოს, შეგვიძლია, ამაზეც ვიმსჯელოთ.

განსაკუთრებული ახალი არაფერი შემოგვაქვს, ემატება სიძულვილის ენა და ქსენოფობია, რაც ყველამ ვიცით, რომ ცუდი რამეა. ვთქვათ, რესპუბლიკური მოძრაობა რომ ავიღოთ – ტელევიზიაში მიდის და მიაქვს 30 წამიანი კლიპი, რომელიც შეიძლება, მთლიანად პორნოგრაფია იყოს. მედიას დღესაც ევალება შეამოწმოს, ეს თავსებადია თუ არა კანონმდებლობასთან და უნდა გაუშვას თუ არა. კანონში აღნიშნული დღესაც წერია. ესეც გამოხატვის შეზღუდვაა, იქნებ, იმ პარტიას უნდა ეთერში გაშვება და გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავთ, რათა სხვა ინტერესები დავიცვათ. გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა ისიც, რომ პორნოგრაფიას არ ვუშვებთ ტელევიზიის ეთერში. აქაც იგივე ხდება, ვიღაცამ რომ არ მიიტანოს კლიპი, რომ ამ ეროვნების ადამიანები უნდა ავყაროთ საქართველოდან. ეს არის ცუდი, ამიტომ მედია საშუალებამ უნდა გადაამოწმოს და ეთერში არც ქსენოფობია და სიძულვილის ენა არ უნდა დაუშვას. გამოხატვის თავისუფლებას საფრთხე არ ემუქრება“,- აღნიშნა დეპუტატმა.

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი იმ ცვლილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც საარჩევნო პროგრამა, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი მოწოდება/განცხადება/ქმედება, არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, სიძულვილის ენასა და ქსენოფობიურ განცხადებებს. ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, მედიასაშუალებებს ეკისრება ვალდებულება, შეამოწმონ, შეესაბამება თუ არა სარეკლამო რგოლი კანონმდებლობის მოთხოვნებს, ხომ არ არის სიძულვილის ენა გამოყენებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42