„ევროპული საქართველო" კენჭისყრის ფარულობის დაცვის შესახებ კანონში კონკრეტული გარანტიების შეტანას ითხოვს.
„ვსვამთ რამდენიმე საკითხს, რომლიც ეხება ერთი საარჩევნო უბნებთან კრიმინალური ავტორიტეტების შეკრებას, მოქალაქეების შევიწროებას და ნების თავისუფალ გამოვლენაზე ზეგავლენა - ეს საკითხი მიგვაჩნია, რომ მოსაგვარებელია. მეორე, კაბინაში ტელეფონის შეტანა და კენჭისყრის ფარულობის დარღვევა იქნება საზრუნავი და მესამე საკითხი ეხება სოციალური დახმარებების მოხსნას და ამ მხრივ უნდა შეიზღუდოს მთავრობა,რომელიც მოქალაქეთა სიღარიბით სარგებლობს,“- განაცხადა ოთარ კახიძემ.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის პაატა დავითაიას განცხადებით კი "ქართული ოცნება" ცდილობს, რომ ოპოზიციამ ვერ მოახერხოს გაერთიანება.
"ეს კეთდება იმისთვის, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ერთიანი სისტემით არ წარსდგეს. ის ფინანსური შემოთავაზებები შეიძლება ითქვას ძალიან მაცდუნებელია. საეთერო დროსთან დაკავშირებით ხელისუფლებას შეზღუდვები შემოაქვს. რომ არ მოხდეს დროების გამოყენება. იცით თქვენ, რომ სხვადასხვა პარტიებს ერთი საარჩევნო კლიპი შეუძლიათ გაუშვან დღეს კი ამის შეზღუდვა ხდება. რაც ცალსახად ჩანს არის ის რომ საინფორმაციო ველს ძალიან ავიწროებენ"- აცხადებს დავითაია.
გაერთიანებული ოპოზციის კიდევ ერთი წევრი, მურმან დუმბაძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების ბრძოლა ოპოზიციის წინააღმდეგ ოპოზიციის გამარჯვებით დასრულდება.
"რაც ხდება ბლოკებთან დაკავშირებით, დაფინანსებასთან დაკავშირებით, წვრილ-წვრილი პარტიების წამოქაჩვასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი ხდება გაერთიანებული ოპოზიციის წინააღმდეგ, იმიტომ რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ იმუშავა. საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნაა, რომ ჩვენ, პოლიტიკურმა პარტიებმა - წვრილმა, მსხვილმა, ძლიერმა, საშუალომ, ნაკლებად ძლიერმა თუ ძალიან ძლიერმა დავსხდეთ, მოვილაპარაკოთ, დავგეგმოთ, სწორად ვიმსჯელოთ. ანუ გაერთიანების მომხრეა საქართველოს მოქალაქე, რაც როგორც წესი საარჩევნო პროცედურისას აისახება. ჩვენ არჩევნების პირველ ტურში, გაერთიანებულმა ოპოზიციამ სახელისუფლებო კანდიდატი დავამარცხეთ, მეორე ტურში უზარმაზარი ხმები მივიღეთ, თითქმის ერთმილიონამდე ხმა. ასე რომ გაერთიანებული ოპოზიცია მუშაობს. 12 პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ არის მიმართული ეს ყველაფერი, მაგრამ არაფერი გამოუვათ"- აღნიშნა დუმბაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






