"ეროვნული ბანკი უნდა ჩაერიოს სავალუტო ბაზარზე" - ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 12:50, 06 Aug, 2019     908
ეროვნული ვალუტის მკვეთრად გაუფასურებას „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტი დოდო ფხაკაძე სპეციალური განცხადებით ეხმაურება.
მისი თქმით, ეროვნული ბანკი უნდა ჩაერიოს სავალუტო ბაზარზე და განაგრძოს სავალუტო ინტერვენციები. სოსო ფხაკაძე განცხადებას ავრცელებს, სადაც ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ ვითარებაზეა საუბარი.


“ბოლო პერიოდში საკმაოდ შემაშფოთებელი იყო ვითარება საქართველოს შიდა სავალუტო ბაზარზე. ეს ხდება მაშინ, როდესაც მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები არანაირად არ განაპირობებენ სავალუტო კურსის ასეთ დინამიკას. ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი, ფისკალური დისციპლინის ჩათვლით, არის ჯანსაღი. მიუხედავად ამისა, ლარის კურსის ის ნიშნული, რაც დღეს გვაქვს არანაირად არ ასახავს სინამდვილეში არსებულ მაკროეკონომიკურ სიჯანსაღეს. ამას გარდა, ვფიქრობთ ობიექტურია ითქვას, რომ საგარეო შოკი დღეს სახეზე არ გვაქვს. ყველა სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში გამყარებულია ეროვნული ვალუტა. ამის პარალელურად, მოლოდინი, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ორ ქვეყანას შორის ავიარეისების აკრძალვა გადაიზრდებოდა სავაჭრო ემბარგოში, საბედნიეროდ არ გამართლდა. რაც შეეხება ტურისტულ ნაკადებს: როგორც ცნობილი გახდა, მიმდინარე წლის ივლისის თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაფიქსირდა ტურისტული ნაკადების მატება. ამ ყველაფრის ფონზე, ცალსახაა, რომ დღეისათვის შიდა სავალუტო ბაზარზე მოქმედ ლარის გაცვლით კურსში დევს “მოლოდინების პრემია” რაც განპირობებულია ბოლო პერიოდში საქართველოში შექმნილი მთელი რიგი ნეგატიური მოლოდინებით. ასეთ დროს, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის გაცვლითი კურსის რეჟიმი არსებობს ქვეყანაში, ცენტრალური ბანკი, ბუნებრივია, უნდა ჩაერიოს სავალუტო ბაზარზე და გააკეთოს ინტერვენცია უცხოური ვალუტის მიმართ.



ჩვენ მივესალმებით გასულ კვირაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციას და ეს პროცესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, მანამ სანამ ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები გვიწყობს ხელს და მინიმიზირებულია საგარეო შოკის კუთხით მოსალოდნელი ნეგატიური ზეგავლენა. ვერავინ ვერ იტყვის იმას, თუ რა კურსზე შეიძლება ჩამოყალიბდეს ლარის წონასწორობის ახალი ნიშნული, მაგრამ ფაქტია, რომ როგორც ვთქვით, დღევანდელ ლარის გაცვლით კურსში დევს ნეგატიური “მოლოდინების პრემია” და ეს პრემია უნდა მოხსნას ეროვნულმა ბანკმა საკუთარი სავალუტო ინტერვენციებით. ეს არის ერთადერთი სწორი გზა და ვალდებულებაც, რაც უნდა გააკეთოს ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა. ლარის დევალვაციის გამო მნიშვნელოვნად არის დაქვეითებული მსყიდველობითი უნარი, რაც უაღრესად ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ნებისმიერი სახის ბიზნესზე და ეს ვითარება ყველამ კარგად უნდა გავაანალიზოთ და გავითვალისწინოთ.

2014-2018 წლებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკმაოდ გონივრულად იმოქმედა. გაცვლითი კურსის კორექციის გზით განხორციელდა უაღრესად მძიმე საგარეო შოკების შთანთქმა და საქართველო მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დაზარალებული გამოვიდა ამ პროცესებიდან. დღეს ვითარება არის შეცვლილი და შესაბამისად საჭიროა სხვა ტიპის სავალუტო პოლიტიკის განხორციელება. ჩვენ მუდმივი კავშირი გვაქვს, როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკთან, ასევე საქართველოს მთავრობასთან და ბუნებრივია, ყველანაირად შევეცდებით ჩვენი დადებითი წვლილი შევიტანოთ შიდა სავალუტო ბაზარზე ვითარების დარეგულირების საქმეში. როგორც ზემოთაც აღინიშნა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ობიექტურად იმსახურებს ჰქონდეს უფრო ძლიერი ეროვნული ვალუტა, ვიდრე ის მას დღეს აქვს. დარწმუნებული ვართ ეროვნული ბანკის, მთავრობისა და ეკონომიკური სუბიექტების ერთობლივი ძალისხმევით უახლოეს დღეებში მოხერხდება ლარის კურსის კორექტირება დაწევის მიმართულებით, ” - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42