მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში, პოლიტიკური პარტიის მიერ მომზადებული ანტირეკლამა სარეკლამო რგოლის 25 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.
კანონპროექტი "ქართულმა ოცნებამ" სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო სექტორს წარუდგინა.
პროექტის თანახმად, დაუშვებელია ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ სარეკლამო დროის ფარგლებში ისეთი სარეკლამო რგოლის მომზადება და მაუწყებელთა მიერ მათი განთავსება, რომელიც სხვა საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მიზნებს ემსახურება.
"ოცნების" კანონპროექტში ვკითხულობთ, რომ საარჩევნო სუბიექტის რეკლამა არ უნდა შეიცავდეს სხვა საარჩევნო სუბიექტის რეკლამის ელემენტებს, მათ შორის, მის წარმომადგენელს, რიგით ნომერსა და სიმბოლიკას.
რაც შეეხება მაუწყებელებს, მათ ეკრძალებათ ტელევიზიისა და რადიოს ეთერში ისეთი წინასაარჩევნო რეკლამა განათავსოს, რომლის შინაარსიც საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს აშკარად ეწინააღმდეგება.
მასალის გამოყენების პირობები






