ოპოზიცია რეფორმაში არსებულ ხარვეზებზე ამახვილებს ყურადღებას. მთავარ პრობლემად პარტიები საარჩევნო ბლოკების აკრძალვას მიიჩნევენ, რაც მძლავრ ოპოზიციურ გაერთიანებას საფრთხეს უქმნის.
"ხელისუფლება პოლიტიკური ველის მოსუფთავებას ცდილობს. ყველა საშვალება რომელიც გაერთიანებულ ოპოზიციას აძლევდა ლავირების საშუალებას, საეღტო პოზიციის საშუალებას, პრაქტიკულად გაუქმებულია შემოთავაზებული პირობებით. ამ ცვლილებებს შეგვიძლია დავარქვათ, გაერთიანებული ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული ცვლილებები,“- განაცხადა ბეჟაშვილმა.
ოპოზიცია კანონპროექტში მკაფიო ჩანაწერების გაკეთებას ითხოვს.
„მკაფიო ჩანაწერები გვჭირდება და არა ასეთი სიძულვილის ენა, რომელსაც როგორც სურთ ისე მოაბამენ ყურს, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ ეს არ გამოიყენოს ოპოზიციის შესაზღუდად. ჩვენ ვთვლით, რომ ასეთი ტიპის ჩანაწერი საფრთხის შემცველია,“-ამბობს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ოთარ კახიძე.
ეკა ბესელიას განცხადებით, ცვლილებების პროექტი დასახვეწია.
"აუცილებელია ბუნდოვანება, რომელიც ამ ცვლილებებს თან ახლავს საფუძვლიანად იქნას განმარტებული"- აცხადებს ბესელი.
მისი თქმით, მხარდამჭერთა სიების შეგროვების პრაქტიკა, რომელსაც ამკვიდრებს ახალი კანონმდებლობა რადიკალურად ეწინააღმდეგება ოდირის რეკომენდაციებს.
”კანონი და სამართალის” გენერალური მდივანი ირაკლი ღლონტი ამბობს, რომ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ხელისუფლების ოპონენტებს გაერთიანება ეკრძალებათ.
მმართველი გუნდი კი მოუწოდებს ოპოზიციას, ვიწრო პარტიული ინტერესი ყველამ გვერდით გადადოს და ქვეყნის უკეთეს მომავალზე ზრუნვით საარჩევნო კანონმდებლობაზე კონსენსუსი შედგეს.
"არსებობს ძალიან კარგი რესურსი რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ვიწრო პარტიული ინტერესი ყველამ გვერდით გადადოს და ქვეყნის უკეთეს მომავალზე ზრუნვით საარჩევნო კანონმდებლობაზე კონსენსუსი შედგეს"- აცხადებს ანრი ოხანაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






