ხაბეიშვილის თქმით, სწორედ კახი კალაძის მმართველობის პერიოდში ე.წ ”ქურდული გარჩევები ბიზნესში” გაიზარდა.
„ფოტო მასალა არსებობს, სადაც ბიზნესმენს ყური აქვს მოჭრილი, მეორე - არსებობს მისი ჩვენება, სადაც ის პირდაპირ საუბრობს, რომ ეს არის დაკავშირებული კალაძესთან, საბავშვო ბაღების კვებასთან, დედაქალაქის მერიასთან და იქ ვერ გაყოფილ თანხებთან, შესაბამისად დადასტურებულია ეს ფაქტი და ახლა გამოძიებას დარჩა მხოლოდ ერთი რამე - რატომ ხდება კალაძის მერიაში ტენდერების გაყოფა, მაფიოზურად და ქურდულად. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის კალაძის პასუხისმგებლობა, რომელმაც მოიტანა და ტრენდული გახდა ამ ქვეყანაში ტენდერებში მაფიოზობა, ქურდობა, ქურდული გარჩევები და კრიმინალი,“-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგობიანს, იგივე გლობუსას, კომპანია "ნილის" ორ მილიონიანი დავალიანების გამო ყოფილი ბიზნეს პარტნიორი გიორგი ნონიაშვილი დაესხა თავს.
მასალის გამოყენების პირობები






