"გიორგი ნინოშვილმა მომაჭამა ყური" - რა წერია ბიზნესმენ "გლობუსას" ჩვენებაში
კრიმინალი - 21:27, 05 Aug, 2019     2849
სასტიკი ანგარიშსწორება ბიზნესმენის წინააღმდეგ - ბიზნესმენი ირაკლი გიორგობიანი ჩვენებაში, დეტალურად აღწერს იმ დღეს, როდესაც ზაჰესის ხიდთან მას ყოფილი ბიზნესპარტნიორი თავს დაესხა და ყური მოაჭამა. ჩვენებაში ის ასახელებს ადამიანს, რომელიც თავს დაესხა და 90-იანი წლების წესებით გაუსწორდა - ის კასპელი ბიზნესმენი, გიორგი ნინოშვილია.


ჩვენებაში გიორგობიანი, იგივე "გლობუსა" წერს, რომ თავდასხმა ფულის გამო მოხდა და კრიმინალური გარჩევა თბილისის საბავშვო ბაღების კვების კომპანია „ნილის“ 2 მილიონიან ვალს უკავშირდება.

„საღამოს 19 ვიმყოფებოდი თბილისი-ავჭალის გასასვლელ ხიდთან, სადაც შევხვდი ჩემს მეგობარს, სანდრო ყულოშვილს, მე და სანდრო ვსაუბრობდით პირად საქმეზე, რა დროსაც, მოულოდნელად ვიღაც ახალგაზრდა ბიჭმა გამომიხსნა მის მხარეს ავტომობილის წინა მარცხენა კარი და ისე, რომ არაფერი უთქვამს, დამიწყო მუშტების დარტყმა თავის მიმართულებით. რაზეც განვიცადე ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ამავდროულად, წამიერად დავკარგე კიდეც გონება. მე თავი მქონდა დახრილი ქვემოთ, რა დროსაც, მოულოდნელად ვიგრძენი ძლიერი ტკივილი მარცხენა ყურის მიდამოში. მაშინვე წამოვწიე თავი, ვიგრძენი სისხლი მომდიოდა მარცხენა ყურიდან. ასევე შევნიშნე, სახე გასისხლიანებული ჰქონდა გიორგი ნინოშვილს“.

„მას შემდეგ, რაც გიორგი ნინოშვილმა მომაჭამა მარცხენა ყური, იგი კვლავაც იწევდა ჩემი მიმართულებით, აგრძელებდა მუშტების დარტყმას, თუმცა შევძელი, დავძარი ავტომობილი და დავტოვე იქაურობა,“ - წერია გიორგობიანის ჩვენებაში.

ზაჰესის ხიდთან კრიმინალური თავდასხმის შემდეგ ირაკლი გიორგობიანმა ყური დაკარგა. ძლიერი სისხლდენის გამო, კლინიკაში საკუთრი მანქანით წავიდა. სამედიცინო დახმარება გიორგობიანს „ლანცეტში“ აღმოუჩინეს.

კომპანია „ნილი“ თბილისის საბავშვო ბაღებს საკვებით უზრუნველყოფდა, თუმცა იმის გამო, რომ მერიამ თითო ბავშვის კვებაზე მინიმალურ დაფინანსებას გამოყოფდა, კომპანია ასეთი დაბალი ფასით პროდუქციის ყიდვას ვერ ახერხებდა და გაკოტრების ზღვარზე მივიდა. ბავშვებისთვის წარმოებული საკვების ფულს მოვალე კომპანიები მისგან ითხოვდნენ.

ჩვენებიდან დგინდება, რომ გიორგობიანს ჩასაფრება მოუწყეს და სისხლიანი გარჩევაც წინასწარ დაგეგმილი იყო.

გიორგი ნინოშვილი დუმილის უფლება იყენებს და სისხლიანი გარჩევის დეტალებზე არ საუბრობს. მისი ადვოკატი ადასტურებს, რომ გიორგობიანთან ბიზნესმენს ფულის გამო დავა ჰქონდა.

კლინიკა „ლანცეტიდან“ ირაკლი გიორგობიანი უკვე გაწერეს, თუმცა ის კამერების წინ არ ჩნდება.

წყარო: კურიერი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42