„National Geographic" -ი საქართველოს სამთო კურორტებსა და ეროვნულ პარკებზე პუბლიკაციებს მოამზადებს
პოლიტიკა - 18:22, 05 Aug, 2019     693

5 აგვისტოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი „National Geographic" სპეციალური გამოცემის "Complete National Parks of Europe" მთავარ რედაქტორს ჯასტინ კავანას შეხვდნენ, რომელიც საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში კავანა მოინახულებს თუშეთის, კახეთის და ყაზბეგის რეგიონებს, ესტუმრება თუშეთისა და ვაშლოვანის ეროვნულ პარკს და გაეცნობა ქვეყანაში არსებულ მზარდ ტურისტულ პოტენციალს.

შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს ტურისტული პოტენციალი, განსაკუთრებით, სამთო კურორტები და მთაში მდებარე ტურისტული ღირსშესანიშნაობები. აღინიშნა, რომ ჯასტინ კავანა საქართველოს რეგიონების მონახულების შემდეგ, „National Geographic" სპეციალური გამოცემაში "Complete National Parks of Europe" საქართველოს შესახებ ვრცელ მასალას გამოაქვეყნებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჯასტინ კავანამ განაცხადა, რომ მისი და მისი გუნდის ვიზიტის მიზანია, თუშეთში, ყაზბეგსა და სხვა სამთო რეგიონებში ეროვნული პარკების დათვალიერება და მათზე ვიზუალური მასალისა და პუბლიკაციების მომზადება. მისი თქმით, ინფორმაცია განთავსდება ინსტაგრამზე, აგრეთვე დაიბეჭდება არაერთ ჟურნალსა და კატალოგში. „ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ საქართველოში ყოფნით და მოხიბლულები - აქაური სტუმარმასპინძლობით", - განაცხადა „National Geographic" – ის წარმომადგენელმა.

„დიდი იმედი მაქვს, რომ „National Geographic" - ის ჯგუფი, რომელსაც ჯასტინ კავანა ხელმძღვანელობს, შეძლებს თავის პუბლიკაციებში გადმოცემული ინფორმაციით, გაუღვიძოს ინტერესი ტურისტებს, რომლებიც საკუთარ ტურებს ისეთი გამოცემების მიხედვით გეგმავენ, როგორიცაა „National Geographic" – ი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობა აღნიშნულ საგამომცემლო ჯგუფთან", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ.

„ჩვენ დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს საელჩოს ირლანდიაში და ტურიზმის ადმინისტრაციას, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ამ ტურის ორგანიზებას. ჯასტინ ჯავანა ეწვევა თუშეთსა და სხვა სამთო რეგიონებს და მოამზადებს პუბლიკაციებსა საქართველოს შესახებ, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდება. იმედი მაქვს ამით უფრო გაიზრდება საქართველოს ცნობადობა მსოფლიოში, რაც გაზრდის ტურისტების რაოდენობას," - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აპრილში, ირლანდიაში საქართველოს საელჩოში, საქართველოს ტურისტული პოტენციალის, ქვეყანაში არსებული უნიკალური ბუნების ძეგლების, ღვინის კულტურის, ქართული სამზარეულოსა და უძველესი ტრადიციების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღების შემდეგ, ჯასტინ კავანა დაინტერესდა საქართველოთი და ქვეყნის მზარდი ტურისტული პოტენციალით. მისი ვიზიტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით განხორციელდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42