"ოცნებას" სჭირდება,დათხრილი თვალები გადაფაროს რაღაც ჯგუფური ძალადობის მოგონილი შეთქმულებით"- ხოშტარია 20-21 ივნისს დაკავებულებს შეხვდა
პოლიტიკა - 17:09, 05 Aug, 2019     912

„ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარიამ N8 პენიტენციურ დაწესებულებაში 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულები მოინახულა.

მისი თქმით, დაკავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. მისი თქმით, პირადად ესაუბრა დაკავებულებს და ვისაც შეხვდა, ერთის გარდა, არც ერთი პარტიის წევრი არ იყვნენ.

დეპუტატის ინფორმაციით, დაკავებულებს ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია შეზღუდული აქვთ.

„ერთი საკითხი, რაც ძალიან სწრაფად უნდა მოგვარდეს, მათ შეეზღუდათ კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან. ყველას, ვისაც შევხვდი შეზღუდული აქვთ კომუნიკაცია, შეხვედრა და ეს არის დამატებითი ტერორი ამ ადამიანების, გაუგებარია საერთოდ რას ემსახურება. პირადად ვესაუბრე ამ ადამიანებს და ერთის გარდა, არათუ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრობაზეა საუბარი, არამედ უმრავლესობამ პარტიების დასახელებებიც არ იცოდა, ზოგმა გავრილოვისსაკითხი საღამოს გაიგო. არათუ ძალადობა, არამედ ეს ადამიანები ეხმარებოდნენ დაზარალებულებს, ზოგს მადლობა ეთქმით. პირდაპირ ვამბობ. ეს ადამიანები ამ ხელისუფლების მძევლები არიან, არანაირი კავშირი არ აქვთ ჯგუფურ ძალადობასთან. თუ იყო ცალკეული შეტაკებები პოლიციელთან, უმრავლეს შემთხვევაში, ეს იყო ამოჭრილი კადრები, სადაც უკვე რეაქციაა ამ ადამიანების, რაზეც შეიძლება, იმსჯელო ადმინისტრაციულად. სრულიად აპოლიტიკური ადამიანებისგან უნდათ შეკერონ ჯგუფური მოძალადეები და ეს არის აბსურდი, ადამიანები გავიცანით ხატმწერი, ხელოსანი, მშრომელი ადამიანების ამ დღეში ჩაგდება არის უსამართლობა. „ქართულ ოცნებას“ სჭირდება, რომ დათხრილი თვალები გადაფაროს რაღაც ჯგუფური ძალადობის მოგონილი შეთქმულებით“, – განაცხადა ხოშტარიამ.

როგორც მან აღნიშნა, არანაირი ძალადობის ფაქტი არ არსებობს.

„თავი დავანებოთ პოლიტიკას და ვინ როგორ მოვიქეცით, ადამიანები არანაირ ორგანიზებაში არ მონაწილეობდნენ, როცა გამოვლენ და გაესაუბრებით, მიხვდებით, რომ ამ მუხლით მათი აქ ყოფნა არის წარმოუდგენელი, ისინი მხარდაჭერისთვის მადლობას უცხადებენ ყველას“, – აღნიშნა დეპუტატმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42