პოლიტიკური პარტიების საეთერო დროის გადანაწილება, უფასო საეთერო დრო და ბლოკების აკრძალვა - საარჩევნო საკიტხვეებზე მომუშავე ჯგუფის წევრი ირაკლი კობახიძე მიიჩვენს, რომ უნდა დასრულდეს ბლოკები, რადგან მათი არსებობა ფორმალურად პარტიების არსებობის მიზეზია.
"არსებობს ერთი კაცი, ორი პარტიით... იყო ოდირის რეკომენდაციები, რომ უნდა მოწესრიგებულიყო მათ შორის სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის საკითხები. ეს არის ოდირის რეკომენდაციები, რომელიც აისახა კანონპროექტში. გაუგებარია, რა კუთხით არის საუბარი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე, არსებობს კონვენციური განმარტებები სიძულვილის ენის და ქსენოფობიის, ასევე ვთქვით, რომ ჩვენ მზად ვართ კონკრეტულ საკანონმდებლო აქტში ავსახოთ ის განმარტებები, რომლებიც იქნება შესაბამისი კონვენციურ განმარტებებთან" - აღნიშნა კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






