ლარის გაუფასურების კავშირი რუსულ ტურისტულ ემბარგოსთან - ოპოზიცია ხელისუფლებას ტყუილში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 15:37, 05 Aug, 2019     729
"ქართული ოცნების" ლიდერების ვერსიები, თითქოს ეროვნული ვალუტის გაუფასურება ტურისტული ნაკადის შემცირების ბრალია, ტურიზმის დეპარტამენტის ოფიციალურმა მონაცემებმა გააქარწყლა.

ოპოზიცია ხელისუფლებას მიზანმიმართულ ტყუილში ადანაშაულებს. საუბარია ლარის გაუფასურების დაკავშირებას რუსულ ტურისტულ ემბარგოსთან.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლება შეეცადა ეროვნული ვალუტის ვარდნა და შექმნილი კრიზისი ოპოზიციისთვის გადაებრალებინა, თუმცა უშედეგოდ.

„მთვარობას უნდოდა თავი დაეძვრინა აი, ამ ტყუილებით და ყველაფერი გადაებრალებინა ტურიზმისათვის, მაგრამ მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა სტატისტიკა, მათ შორის მონეტარული და ფინანსური სტატისტიკა დავინახეთ, რომ ლარი გააუფასურა მთავრობის მიერ ფულის არათანაბარზომიერმა და ჭარბმა მიწოდებამ, ძირითადად გაუფასურების მიზეზი არის ბიუჯეტი. შარშანდელი ბიუჯეტის აუთვისებელი თანხები დიდი, დიდძალი თანხები ავანსად გადაერიცხათ მხარჯავ ერთეულებს და შარშანდელი ბიუჯეტის და წლევანდელი ბიუჯეტის ორივე ნაწილი ზვავივით დააწვა აი, ამ ფინანსურ ბაზარს,“- განაცხადა გოცირიძემ.

ხელისუფლებას საზოგადოების მოტყუებაში ადანაშაულებს "ევროპული საქართველოც".

„ხელისუფლება წავიდა შეგნებულ ტყუილზე, როდესაც ლარის გაუფასურება დააბრალა ტურიზმს. ტურიზმზე დაბრალება ხელისუფლებას უნდოდა იმიტომ, რომ ამით ყველაფერი დაებრალებინა „გავრილოვის ღამისთვის“. ტურიზმი არ არის საერთოდ ფაქტორი ლარის გაუფასურებაში. უფრო მეტიც, სწორედ ხელისუფლების განცხადებებმა, რომ ტურიზმის ბრალიაო, სწორედ ხელისუფლების მიერ შექმნილმა პანიკამ შექმნა ისეთი მოლოდინი, რამაც თითონ გააუფასურა ლარი,“- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42