საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები - მესამე სექტრორის წარმომაფგენელთა განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" რეკომენდაციების დიდი ნაწილი არ გაითვალისწინა, ნაწილს კი რისკის შემცველად აფასებენ.
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” (საია) თავმჯდომარე სულხან სალაძე თვლის, რომ პარტიულ სიაში გენდერული კვოტები დაფინანსებაზე არ უნდა იყოს მიბმული:
მისი თქმით, პრობლემური ცვლილებაა განსხვავებით დაფინანსებისაგან ცვლილება, რომელიც დაკავშირებულია სიტყვის თავისუფლების შესაძლო შეზღუდვასთან.
"ჩვენ გვესმის ის რეკომენდაციები, რომელიც ამ მიმართულებით იყო, თუმცა ვხედავთ უფრო დიდ საფრთხეს სიძულვილის ენის განმარტების გარეშე შემოტანის შემთხვევაში ისევე როგორც ეს საფრთხე არ არის მყისიერი საფრთხე, ასეთ პირობებში ამ ტიპის შეზღუდვის შემოტანა ვფიქრობთ, რომ შესაძლოა უარყოფითად აისახოს არსებულ სიტყვის თავისუფლების სტანდარტზე, გარდა ამისა, ჩვენა არ ვუჭერთ მხარს შემოთავაზებულ ვერსიას, რომელიც 30% განსხვავებული სქესის სიაში ადამიანების შეყვანის შემთხვევაში დაფინანსებაზეა ეს მიბმული, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არანაირი დაფინანსება არ უნდა იყოს ამაზე მიბმული,”- განაცხადა სულხან სალაძემ.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა –- საქართველოს” პროგრამების მენეჯერი ლევან ნატროშვილი მედიაორგანიზაციების მიმართ შესაძლო პრობლემებზე ამხვილებს ყურადღებას.
"რეკომენდაციების დიდი ნაწილი არ იქნა გათვალისწინებული მმართველი გუნდის მიერ ამასთან, ზოგიერთი არსებული რეგულაცია მნიშვნელოვნად არის გაუარესებული ამ ვერსიაში, მათ შორის მედიისთვისაც. საუბარი მაქვს იმაზე, რომ მედიას გაუმკაცრდა რეგულაციები არჩევნების კუთხით, აქ საუბარია, მაგალითად იმაზე, რომ სარეკლამო ტარიფების დადგენა მხოლოდ ერთხელ უნდა მოხდეს, მედიაორგანიზაციებს დაეკისრებათ პასუხისმგებლობა,რომ რეკლამების შინაარსი აკონტროლონ და თუ ამ კანონს დაარღვევენ ძალიან სერიოზული სანქციები შეიძლება დაუწესდეთ” -ამბობს ნატროშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






