საარჩევნო პროპორციული სისტემა და პარტიების დაფინანსების წესი - დღეს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ მედიისთვის სპეციალური განცხადება გააკეთა და მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული ცვლილებების პროექტზე ისაუბრა.
ცვლილება შეეხო პარტიების რეგისტრაციისთვის საჭირო ხელმოწერების შეგროვების წესსაც.
თალაკვაძის თქმით, ცვლილებების თანახმად, პარტიის რეგისტრაცია 2020 წლის არჩევნებისთვის შესაძლებელი იქნება 5000 მხარდამჭერის ხელმოწერით, ხოლო მხარდამჭერთა სიების გადამოწმების მექანიზმი გამარტივდება.
ასევე, ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილი იქნება, ხმის მისაცემად თავად შეარჩიოს შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე ნებისმიერი ადაპტირებული საარჩევნო უბანი, არაუგვიანეს არჩევნებამდე მეექვსე დღისა. გამარტივდება საარჩევნო დავებთან დაკავშირებული პროცედურები და ცესკო, კომუნიკაციების ეროვნული კომისია და სასამართლო ვალდებული იქნებიან სამართალდარღვევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ 10 დღის ვადაში.
„დარეგულირდება ბიულეტენის ნამდვილობის შემოწმების წესი: ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ბათილად მიჩნეული, თუ მონიშნული არ იქნება არც ერთი, ან მონიშნული იქნება ერთზე მეტი საარჩევნო სუბიექტი“, – განაცხადა ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ.
მასალის გამოყენების პირობები






