შეხვედრის დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ მედიისთვის სპეციალური განცხადება გააკეთა და მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული ცვლილებების პროექტზე ისაუბრა.
თალაკვაძის თქმით, 2020 წლის არჩევნებზე მცირე პარტიები მიიღებენ შედარებით მეტ დაფინანსებას.
„შეიცვლება პარტიების დაფინანსების სისტემა უფრო სამართლიანი და ობიექტური მოდელით, სადაც პარტია, რომელიც თუნდაც ერთ მანდატს მოიპოვებს პარლამენტში, დაფინანსებას მიიღებს არჩევნებში მოპოვებული ხმების შესაბამისად, ახალი, გამჭვირვალე და მარტივად გასაგები ფორმულით. მცირე პარტიები მიიღებენ შედარებით მეტ დაფინანსებას" - აღნიშნა თალაკვაძემ.
მისივე განმარტებით, პარლამენტში შესული პარტია, რომელსაც არჩევნებზე წარდგენილ პარტიულ სიაში ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი განსხვავებული სქესის ეყოლება, კვლავაც მიიღებს 30 პროცენტიან დანამატს.
როგორც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, ცენტრალური საარჩევნო კომისია, ასევე ქვედა დონის საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდება 13 წევრისგან, რომელთაგან შვიდ წევრს კომისიაში პოლიტიკური პარტიები შეიყვანენ ისე, რომ ოპოზიციას გარანტირებულად ექნება მეტი ადგილი კომისიებში, ვიდრე მმართველ პარტიას.
წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობა და კონტროლი იქნება უფრო ეფექტიანი, გამჭვირვალე და ნაკლებ ბიუროკრატიული“ -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






