"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის თქმით, ლარი გაუფასურება ბიუჯეტმა განაპირობა.
როგორც გოცირიძემ განმარტა, აუთვისებელმა ხარჯებმა, რომელიც ”ცხელ თვეებში” ერთბაშად დაიხარჯა, გადამწყვეტი როლი ითამაშა ლარის მკვეთრ გაუფასურებაში.
"ლარი გააუფასურა ბიუჯეტმა. შარშანდელმა ნაგროვებმა და აუთვისებელმა თანხებმა, რომელიც წლის ბოლოს გადაერიცხა მხარჯავ სუბიექტებს და წლევანდელმა პირველ თვეებში ასევე ნაგროვებმა და აუთვისებელმა ხარჯებმა, რომელიც ”ცხელ თვეებში” ერთბაშად დაიხარჯა, გადამწყვეტი როლი ითამაშა ლარის მკვეთრ გაუფასურებაში. ბოლო სამ თვეში დეფიციტუტმა ხარჯვამ ზვავის როლი ითამაშა.
ძალიან დიდი აქტიურობა იყო სავალუტო ბაზარზე მაისი-ივნისის თვეში. მაისში გაიყიდა 155 მილიონი დოლარო, ივნისში
145 მილიონი. ივლისის სტატისტიკა ჯერ არა გვაქვს, იქნება აგვისტოს ბოლოს, მაგრამ ეჭვიც არ მეპარება, რომ იგი იქნება იმაზე ნაკლები, ვიდრე ამ ორ თვეში, ვინაიდან უცხოურ ვალუტაზე მთავარი მოთხოვნა დიდი ალბათობით ნახსენებ თვეებზე მოდიოდა. თუ დავაკვირდებით, ხაზინის ანგარიშზე არსებული ტრადიციულად მაღალი ნაშთები დღეისათვის მინიმუმამდეა დასული. საბიუჯეტო ნაშთების ათვისებაც კი ინტენსიურად ხდება.
სწორედ ამის შესახებ ვაფრთხილებდი მთავრობას არაერთხელ შარშან, რომ ბიჯეტის ხარჯვაში ჩამორჩენა და მისი სამომავლოდ გადატანა( ანუ ბიუჯეტის ქაღალდზე შესრულება), აუცილებლად გმოიწვევდა ლარის გაუფასურებას და ფასების ზრდა. ყველა ჩემი გამოსვლა და ფეისბუკპოსტი ღიაა და შეგიძლიათ ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ.
კონკრეტული რიცხვებით ამის შესახებ დავწერ თვის ბოლოს, როდესაც გვექნება ივლისის თვის ვალუტით ვაჭრობის სტატისტიკა" - წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები






